დროუნ-მეტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დროუნ დუმი)

დროუნ-მეტალი (ცნობილი ასევე როგორც დროუნ-დუმი[4] და პაუერ-ემბიენტი[5]) — მძიმე მეტალის ექსტრემალური ქვეჟანრი, რომელშიც შეზავებულია დუმ მეტალის ნელი ტემპი და სიმძიმე დროუნ-მუსიკის ხანგრძლივ ტონებთან.[1][2] ზოგჯერ დროუნ-მეტალი ასოცირდება ხოლმე პოსტ-მეტალთან[6] და ავანგარდულ მეტალთან.[7] დროუნ-მეტალის ერთ-ერთ პიონერ ჯგუფად ითვლება Sunn O))).[1]

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივ, ელექტრო გიტარაზე შესრულება მოიცავს ძლიერ რევებრაციას ან ხმის უკუკავშირს.[1] ვოკალი, თუ სიმღერაში არის საერთოდ, გროულინგით ან სქრიმინგით სრულდება. ამ ჟანრის სიმღერები, როგორც წესი, განიცდიან რიტმისა ან რითმის ნაკლებობას და ძალიან გრძელებია. რომანების ავტორმა ჯონ ურეიმ დროუნ-მეტალის მოსმენა შეადარა ინდური რაგის მოსმენას მიწისძვრის ეპიცენტრში. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ძნელი წარმოსადგენია უფრო მძიმე და უფრო ნელი მუსიკის არსებობა.[1] იან ტამლირი დროუნ-მეტალის თავისებურებათა აღწერისას მიუთითებს „მდგრადი ინფრაბგერის გრუხუნზე საბ-ბასიდან — ე.წ. წითელ ხმაურზე“.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 John Wray (28 მაისი, 2006). „Heady Metal“. New York Times. ციტირების თარიღი: 2008-08-18. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 2.2 Jan Tumlir. (აპრილი, 2006) Primal dirge. Findarticles.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-08. ციტირების თარიღი: 2008-08-22.
  3. James Parker. (15 ივნისი, 2006) Heavy-metal chill out. The Boston Phoenix. ციტირების თარიღი: 2008-08-22.
  4. Brandon Stosuy. (19 აგვისტო, 2005) Heavy Metal: It's Alive and Flourishing. Slate.com. ციტირების თარიღი: 2008-08-22.
  5. William York, Sunn O))) Biography, Allmusic, წაკითხვის თარიღი: 23 აგვისტო, 2008.
  6. Jon Caramanica, "The Alchemy of Art World Heavy Metal", International Herald Tribune, 20 სექტემბერი, 2005. წაკითხვის თარიღი: 25 აგვისტო, 2008.
  7. Steve Smith (13 სექტემბერი, 2006). „Where Classic Avant-Garde Gets a Hint of Heavy Metal“. New York Times. ციტირების თარიღი: 2008-08-28. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)