დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა (RTGS) — ფულადი სახსრების გადარიცხვების სისტემა, სადაც ფული და ფასიანი ქაღალდი გადაადგილდება ერთი ბანკიდან მეორეში „რეალური დროისა“ და „სიმრავლის“ ბაზაზე. „რეალურ დროში“ გარიგება ნიშნავს, რომ გადახდის ტრანზაქცია არ ექვემდებარება რომელიმე მომდევნო პერიოდს. ტრანზაქცია სრულდება მაშინვე, როდესაც გარიგება დაიდება. „მრავალი გარიგება“ ნიშნავს რომ ტრანზაქცია იდება ერთი ერთზე, სხვა ტრანზაქციებთან შეკვრისა და გაერთიანების გარეშე. როდესაც დაიდება, გარიგება საბოლოოა. ეფექტიანი დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორები სისტემა ამცირებს საქონლისა და მომსახურების გაცვლის დანახარჯებს და სასიცოცხლოდ აუცილებელია ბანკთაშორისი, კაპიტალისა და ფულის ბაზრების ფუნქციონირებისათვის. მისმა ჩავარდნამ შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური რესურსების არაეფექტური გამოყენება და ფინანსური სისტემისადმი ნდობის დაცემა.

RTGS სისტემა ევროპაში ფარავს მრავალ ქვეყანას: TARGET2 (ტრანს-ევროპული ავტომატიზირებული დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების ექსპრეს სისტემა) მოიცავს ევროკავშირის 26 ქვეყანას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]