დროებითვალდებული გლეხები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

დროებითვალდებული გლეხები — კატეგორია ყოფილი საბატონო გლეხებისა, რომლებიც 1861 წლის 19 თებერვლის დებულებით გათავისუფლდნენ ბატონყმობისაგან, მაგრამ ჯერ არ ჰქონდათ მიწის გამოსყიდვის უფლება. დროებითვალდებული გლეხები მემამულის მიწით სარგებლობისათვის იხდიდნენ ფეოდალური გადასახადებს (ღალას ან ბეგარას). გამოსყიდვის ვადა არ იყო დადგენილი, მემამულეს მათ მიმართ დიდი უფლებები რჩებოდა. 1870 წლისთვის გამოსყიდვას შეუდგა დროებითვალდებული გლეხების 66,59%. 1881 წლის 1 იანვრისთვის 10169725 სარევიზიო სულიდან 1552403 დროებითვალდებული გლეხი იყო. 1881 წლის 28 დეკემბერს გამოვიდა კანონი მიწის აუცილებელი გამოსყიდვის შესახებ.

დროებითვალდებული გლეხების კატეგორია საქართველოში შეიქმნა 11864-1871 წლების რეფორმების შედეგად. დროებითვალდებულებაში მოექცა დაახლოებით 64 ათასი კომლი გლეხი. აღმოსავლეთ საქართველოში დროებითვალდებული გლეხები კომლზე საშუალოდ 3,7 ჰა მიწას ფლობდნენ, დასავლეთ საქართველოში - 2 ჰა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მთელი შემოსავლის 25%-ს გლეხი მემამულეს აძლევდა.

გამოსასყიდი ფასი მეტად მაღალი იყო,რაც აფერხებდა დროებითვალდებული გლეხების მესაკუთრეთა კატეგორიაში გადასვლის პროცესს. რეფორმიდან 1904 წლამდე მესაკუთრეთა კატეგორიაში გადავიდა 39 ათასი კომლი გლეხი, რომელთაც 165 ათასი ჰექტარი მიწის გამოსყიდვა 9 მლნ. მანეთი დაუჯდათ. 1910 წლისთვის დროებითვალდებულ მდგომარეობაში რჩებოდა 32 ათ. კომლი გლეხი. 1912 წლის 20 დეკემბერს გამოიცა კანონი დროებითვალდებულების გაუქმების შესახებ, გლეხებს მიწა უნდა გამოესყიდათ. გამოსასყიდი თანხა სახელმწიფო ხაზინამ მემამულეებს გადაუხადა და იგი სესხად გლეხობას დააწერა. ეს უკანასკნელნი, მართალია, გათავისუფლდნენ მემამულეებისათვის მისაცემი ღალა-კულუხისაგან, მაგრამ, სამაგიეროდ, ხაზინის მოვალეები გახდნენ, სესხისა და მისი სარგებლის დასაფარავად გლეხებს წოველწლიურად უნდა გაეღოთ გარკვეული თანხა, რომელიც ძველ ვალდებულებაზე არანაკლებ მძიმ ე იყო მათ ბიუჯეტისთვის. გამოსასყიდი გადასახადისაგან გლეხობა 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ გაათავისუფლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავალიანი ს., დროებითვალდებულ გლეხთა განთავისუფლება საქართველოში, «ცხოვრება და მეცნიერება», 1914, № 1;
  • ანთელავა ი., გუჩუა ვ., საქართველოში სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (რეფორმის შემდეგდროინდელი ხანა). ნარკვევები, თ., 1967;
  • ბენდიანიშვილი ა., აგრარული ურთიერთობანი საქართველოში 1890-1917 წწ., თბ., 1965;
  • Гугушвили П. Б. (составитель), Сельское хозяйство и аграрные отношения. Источники и материалы, т. 4, Тб., 1955