ფრაიტაგის სამკუთხედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დრამის პირამიდალური აგებულება (გუსტავ ფრაიტაგი))
Jump to navigation Jump to search
გუსტავ ფრაიტაგის პორტრეტი შესრულებული კარლ შტაუფერ-ბერნის მიერ 1886–1887 წწ.

XIX საუკუნის გერმანელმა მწერალმა და ლიტერატურათმცოდნემ გუსტავ ფრაიტაგმა არისტოტელისეული კლასიკური დრამის კვლევის საფუძველზე შეიმუშავა და 1863 წელს გამოაქვეყნა დრამის აგების თეორია, რომელიც დრამის თეორიაში ცნობილია როგორც დრამის პირამიდალური აგების პრინციპი („der pyramidale Bau des Dramas“). ამ პრინციპს სხვაგვარად დრამის ფრაიტაგისეულ აგებულებასაც უწოდებენ.

1863 წელს გამოცემულმა ამ წიგნმა, რომლის სათაური იყო „დრამის ტექნიკა“, მრავალათეულ გამოცემას გაუძლო, და იგი დღემდე რჩება ერთ–ერთ მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ დრამის არამარტო შემსწავლელთათვის, არამედ ლიტერატურისა და სასცენო ხელოვნების მკვლევართათვისაც.

მოკლედ არისტოტელის კლასიკური დრამის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრაიტაგისეული დრამის პირამიდის მოდელი

კლასიკური დრამის სტრუქტურა არისტოტელისეულ სამ ერთეულს ეყრდნობა და ითვალისწინებს შემდეგს;

) იგი მოიცავს მოქმედების, დროისა და ადგილის ერთობლიობას.

) ყოველი სცენა ნაწილია 5 აქტად (ან მოქმედებად) დაყოფილი, დროში მჭიდროდ შემოსაზღვრული და ერთ ადგილთან დაკავშირებული სცენების (გამოსვლების) ერთობლიობისა.

) 5-ვე აქტი წარმოადგენს ინტრიგაში (ან ინტრიგით) განვითარებადი ფუნქციური მოდელისა და დრამატული მსვლელობის ეტაპობრივად დასაფეხურებულ, იდეალტიპური მსვლელობის ფორმას.

) სულ მცირე სცენაც კი წარმოადგენს დრამის აგების მნიშვნელოვან ელემენტს, მჭიდროდაა დაკავშირებული მომდევნო სცენასთან და შეუძლებელია რომელიმე ამ სცენის დაკლება, ან მათი თანმიმდევრობის გადაადგილება.

დრამის აგებულება აქტების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

I აქტი: ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი აქტი წარმოადგენს მოქმედების ექსპოზიციას. დრამატული ნაწარმოების ავტორს ექსპოზიციით მაყურებელი, ან დრამის მკითხველი მოქმედებაში შეჰყავს. აქ ვეცნობით „მიმდინარე საქმის“ ვითარებას;

  1. მოქმედების წინარეისტორიის ძირითად მომენტებს,
  2. მოსახდენი ამბავის მთავარ მოქმედ პირებს,
  3. მოქმედების კონფლიქტსა და ინტრიგას,
  4. მოქმედების ადგილსა და დროს.

ყოველივეს ერთობლიობა კი ქმნის ატმოსფეროს, რომელიც განგვაწყობს თვალი მივადევნოთ მოქმედების განვითარებას და მასთან ერთად მოქმედ პირთა ქცევას.

II აქტი: აღმავალი მოქმედება ამაღელვებელი მომენტის თანხლებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე აქტის მოქმედების განსავითარებლად საჭიროა ამაღელვებელი მომენტი, უნდა შეიკრას მოსახდენი ამბავის კვანძი; შეიკვრება და გაუჩინარდება მოქმედების სხვადასხვა ხაზი, ანუ ფრაიტაგის მიხედვით „გაინასკვება მოქმედების ძაფები“;

  1. მოქმედ პირთა ინტერესები ერთმანეთს ეჯახება,
  2. წარმოიქმნება (ანუ ფრაიტაგის მიხედვით „იქსოვება“) სხვადასხვა ინტრიგები,
  3. მოსახდენი ამბავის განვითარება დაჩქარდება და გარკვეულ მიმართულებას იღებს,
  4. მოქმედების მიმდინარეობას ემატება რაღაც ინტრიგა,
  5. მოქმედების დასასრული იწყება, ანუ „ფინალური ინტრიგა“ („Finalspannung“) ჩნდება.

III აქტი: მოქმედების პიკი და პერიპეტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე აქტში კონფლიქტის განვითარება თავის პიკს აღწევს. გმირი მნიშვნელოვანი არჩევანის, განსაცდელის წინაშე დგას. მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ან საქციელმა უნდა განსაზღვროს კონფლიქტის და ამასთან მთელი დრამის დასასრული;

დრამატული შემობრუნება, ან პერიპეტია არის გმირის სვლა გამარჯვებისაკენ, ან მარცხისაკენ, დაცემისაკენ, ანდა ამაღლებისაკენ.

IV აქტი: დაღმავალი მოქმედება რეტარდაციით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე აქტში მოქმედება განიცდის ერთგვარ ვარდნას = > ("Fallende Handlung", ანუ დაღმავალი მოქმედება). მიუხედავად იმისა, რომ მოქმედების განვითარება დაღმა მიემართება, ინტრიგა იმატებს, რადგან მოქმედების ამ ეტაპზე ავტორი იყენებს ხერხს, რომელსაც რეტარდირებადი მომენტი ჰქვია. რეტარდაცია კი გაჭიანურებას, დაყოვნებას ნიშნავს.

  1. გმირის გადარჩენა, როგორც ჩანს, ჯერ ვერ ხერხდება. (ტრაგედია)
  2. გმირის გამარჯვება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. (დრამა)

V აქტი: კატასტროფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხუთე აქტი წარმოადგენს კონფლიქტის დასასრულს, რომელიც შეიძლება კატასტროფის საშუალებით, გმირის დაცემით (ტრაგედია), ანდა პირიქით გმირისვე გამარჯვებით, ან სახეცვალებით (დრამა) იქნეს რეალიზებული.

  1. გმირის დაცემა ან აღზევება, ან
  2. გმირის სახეცვალება (გუსტავ ფრაიტაგის მიხედვით: Verklärung1. „შეცვლა“, „გარდაქმნა“; 2. „სახეცვალება“, „ფერიცვალება“)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]