შინაარსზე გადასვლა

დრამა ნადირობისას

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დრამა ნადირობისას
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1884
გამოცემულია 1884-1885

დრამა ნადირობისას (რუს. Драма на охоте) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა, რომელიც 1884 წელს დაიწერა. პირველად 1884-1885 წლებში გამოქვეყნდა.

  • რედაქტორი. თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს „ორჯერ“: პროლოგსა და ეპილოგში — რედაქტორის სახით, რომელსაც ხელში ივანე პეტროვიჩ კამიშევის ხელნაწერი უვარდება, ხოლო დანარჩენ მოთხრობის ნაწილში გადმოიცემა ხელნაწერის შიგთავსი. ეპილოგში რედაქტორი დანაშაულის მამხილებლის როლში გვევლინება: ორმაგი მკვლელობის, თუმცა, რა თქმა უნდა, ირიბი მტკიცებულებების დასკვნის საფუძველზე.
  • ივანე პეტროვიჩ კამიშევი, სასამართლოს გამომძიებელი. ხელნაწერის ავტორი, რომელშიც რედაქტორის აზრით, მან საკუთარი თავი ამხილა. ხელნაწერში ის საკუთარ თავს სერგეი პეტროვიჩ ზინოვიევს უწოდებს. მაღალი, მხარბეჭიანი, 40 წლამდე ლამაზი მამაკაცი. მდიდარი, გემოვნებით იცვამს. ჩეხოვი პერსონაჟების გარეგნობას ასე დეტალურად ძალიან იშვიათად აღწერს, ამ შემთხვევაში ის ხაზს უსვამს ადამიანის გარეგან წინააღმდეგობასა და შინაგან არსს. ვოზნესენსკი თქმით, „ნებისმიერ სისაძაგლეზე წამსვლელი“.
  • ალექსეი კარნეევი, გრაფი. კამიშევის მეგობარი, რომელსაც მის მიმართ არანაირი თბილი გრძნობები არ გააჩნია. დიდი სახლ-კარის მეპატრონე, რომელსაც ფაქტობრივად არ უვლის. პატარა, გამხდარი, სუსტი, აპათიური და უსიცოცხლო.
  • პეტრე ეგოროვიჩ ურბენინი, გრაფის მმართველი, თავადი, 50 წლის, ქვრივი. ჰყავს 5 წლის ქალიშვილი საშა და 14 წლის ვაჟიშვილი გრიშა, რომელიც გიმნაზიაში სწავლობს. ჩასკვნილი, ჯმუხი ადამიანი ცხიმიანი კეფითა და გამოწეული ყურებით. საუბრობს რბილი ბასით. მაგრად სვამს. გიჟდება ოლგაზე.
  • ნიკოლოზ ეფიმოვიჩ სკვორცოვი, გრაფის მეტყევე. ქვრივი. ფსიქიკურად დაავადებული.
  • ოლგა ნიკოლაევნა სკვორცოვა, მეტყევის ქალიშვილი. 19 წლის ლამაზი ქერათმიანი, ცისფერთვალება გოგონა. პირველი შთაბეჭდილებით, ბუნებრივი და მსუბუქია, როგორც „ხორცშესხმული ანგელოზი“, თუმცა მალევე ირკვევა, რომ ის ცხოვრებისეულად ხელმომჭირნე და პატივმოყვარეა.
  • თინა, ბოშა გუნდიდან. კამიშევის ყოფილი შეყვარებული.
  • კაეტან კაზიმიროვიჩ ფშეხოცკი, კარნეევის მეგობარი. საუბრობს ძლიერი პოლონური აქცენტით. კამიშევი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვერ იტანს ფშეხოცკის და აბუჩად იგდებს.
  • სოზია, 23 წლის ქალბატონი, კარნეევის ცოლი, ფშეხოცკის და.
  • პავლე ივანოვიჩ ვოზნესენსკი, მაზრის ექიმი. ახალგაზრდა და პატიოსანი. შეყვარებულია ნადეჟდა ნიკოლაევნაზე.
  • ნიკოლოზ იგნატევიჩ კალინინი, მსოფლიო მოსამართლე.
  • ნადეჟდა ნიკოლაევნა კალინინა, მისი ქალიშვილი, შავგვრემანი, მეოცნებე, ჭკვიანი. ფარულად შეყვარებულია კამიშევზე, მიუხედავად იმისა, რომ მან მას შეურაცხყოფა მიაყენა.
  • ბაბაევი, მდიდარი მემამულე, მაზრის უფროსის მუდმივი წევრი გლეხების საქმეებზე დასასწრებად.
  • პოლუგრადოვი, პროკურორის ამხანაგი.
  • კუზმა, მამაკაცი, გრაფის ხელქვეითი.
  • ივანე ოსიპოვი, გლეხი.
  • პოლიკარპი, კამიშევის მსახური. ამაოდ ცდილობს მის ზნეობრივ გზაზე დაყენებას.
  • ივანე დემიანიჩი, კამიშევის თუთიყუში. საყვარელი ფრაზა: „ქმარმა მოკლა თავისი ცოლი“.