შინაარსზე გადასვლა

დრაკონი (კანონმდებელი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დრაკონის გრავირებული პორტრეტი, 1833

დრაკონი — ათენური ტრადიციის მიხედვით, ათენის პირველი კანონმდებელი ძველ საბერძნეთში, რომელიც მოღვაწეობდა დაახლოებით ძვ. წ. 625-დან 600 წლამდე. მან ზეპირი სამართლისა და სისხლის აღების სისტემა შეცვალა დრაკონის კონსტიტუციით, წერილობითი კოდექსით, რომელიც უნდა აღსრულებულიყო მხოლოდ სასამართლოს მიერ. დრაკონის კანონები ძალიან მკაცრი იყო და უმეტეს დანაშაულზე სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. ტრადიციის თანახმად, დრაკონის ყველა კანონი, გარდა მკვლელობის კანონებისა, გააუქმებულ იქნა სოლონის მიერ. ძვ. წ. 409/8 წლით დათარიღებულ წარწერაზე შემორჩა მოქმედი კანონის ნაწილი და ავტორი მას მოიხსენიებს, როგორც „დრაკონის კანონს მკვლელობის შესახებ”. არაფერია ცნობილი დრაკონის მიერ დადგენილი სხვა კანონების დეტალების შესახებ.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დრაკონი შესაძლოა მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოგონილი ფიგურაა. მის შესახებ ბიოგრაფიული ინფორმაცია თითქმის არ არსებობს; ითვლება, რომ მან თავისი სამართლებრივი კოდექსი დააწესა ძვ. წ. 621/620 წელს. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, ზედსართავი „დრაკონული“ (ძვ. ბერძნ. δρακόντειος – drakónteio) მიუთითებს დაუნდობელ წესებზე ან კანონებზე.

დრაკონის ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მან თავისი სამართლებრივი კოდექსი დააწესა არქონტ არისტაიქმუსის მმართველობის დროს, ძვ. წ. 621/620 წელს.[1] სვიდა, მე-10 საუკუნის ბიზანტიური ენციკლოპედია, გადმოსცემს ფოლკლორულ ამბავს დრაკონის სიკვდილის შესახებ: იგი ეგინაში წავიდა კანონების დასადგენად და თეატრში გაიგუდა, უამრავ ქუდის და ტანისამოსის ქვეშ, როდესაც მისმა მხარდამჭერებმა ასეთი გზით პატივი მიაგეს მას.[2]

ზოგიერთი მეცნიერი ეჭვქვეშ აყენებს, იყო თუ არა დრაკონი რეალური ისტორიული ფიგურა,[3] ან თვლის, რომ იგი შეიძლება ნაწილობრივ გამოგონილი ყოფილიყო.[4] კარლ იულიუს ბელოხმა ჰიპოთეზა გამოთქვა, რომ დრაკონი არ იყო რეალური ადამიანი, რადგან drakon ბერძნულად „გველს” ნიშნავს და აკროპოლზე ათენური რელიგიით, წმინდა გველს თაყვანს სცემდნენ. შესაბამისად, „დრაკონის კანონები” შეიძლება ყოფილიყო კანონები, რომლებიც დაიწერა წმინდა გველის სახელით მისი ქურუმების მიერ; მოგვიანებით ამ სიტყვის მნიშვნელობა მივიწყებას მიეცა და დრაკონი ხელახლა განიმარტა, როგორც კანონმდებელი. თუმცა, მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ დრაკონმა ნამდვილად დააწესა კანონები მკვლელობისა და სხვა დანაშაულების შესახებ, ხოლო ზოგიერთი თვლის რომ დრაკონს მიეკუთვნება ამ კანონდებლობის მხოლოდ ნაწილი.

დრაკონული კონსტიტუცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანონები (ძვ. ბერძნ. θεσμοί – thesmoi ) რომლებიც დრაკონმა დააწესა, ითვლება ათენის პირველ წერილობით კონსტიტუციად. იმისათვის, რომ ყველას ჰქონოდა წვდომა ამ კანონებისადმი, დრაკონის კანონები განთავსებული იყო ხის ფიცრებზე (ძვ. ბერძნ. ἄξονες – axones) ოთხგვერდიანი პირამიდების ფორმის სტელებზე (ძვ. ბერძნ. κύρβεις – kyrbeis),[5] და დაცული იყო თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში. ფიცრებს აქსონებს უწოდებდნენ, და მათ შეეძლოთ პირამიდის ღერძის გარშემო ტრიალი ნებისმიერი მხარის კითხვის გასამარტივებლად.[6][7]

კონსტიტუცია შეიცავდა რამდენიმე მთავარ სიახლეს:

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ზეპირი კანონების ნაცვლად, რომლებიც ცნობილი იყო მხოლოდ გარკვეული სოციალური ფენისთვის და შესაძლებელი იყო მათი თვითნებურად გამოყენება და განმარტება, ყველა კანონი ჩაწერილი იქნა, რითაც მისაწვდომი გახდა ყველა წერა-კითხვის მცოდნე მოქალაქისთვის (რომელთაც შეეძლოთ არეოპაგისთვის მიმართვა უსამართლობის შემთხვევაში): „დრაკონის დროს შექმნილი კონსტიტუცია, იყო როდესაც პირველი კანონთა კოდექსი შედგა”. (არისტოტელე: ათენის კონსტიტუცია, ნაწილი 5, მონაკვეთი 41)

კანონები განსაკუთრებით მკაცრი იყო. მაგალითად, ნებისმიერი მოვალე, რომლის სტატუსიც დაბალი იყო მისი კრედიტორის სტატუსთან შედარებით, იძულებული იყო გამხდარიყო მონა.[9] სასჯელი უფრო რბილი იყო იმათთვის, ვინც თავის თავზე უფრო დაბალი სტატუსის მქონე პირის მოვალე იყო. სიკვდილით დასჯა იყო სასჯელი თუნდაც უმნიშვნელო დანაშაულისთვის, როგორიცაა კომბოსტოს მოპარვა.[10] დრაკონის კოდექსში სიკვდილით დასჯის არაშესაბამისი გამოყენების შესახებ პლუტარქე აცხადებს:

იტყვიან, რომ თავად დრაკონმა, როდესაც ჰკითხეს, რატომ დააწესა სიკვდილით დასჯა უმეტეს დანაშაულზე, უპასუხა, რომ ის თვლიდა, რომ ეს უმნიშვნელო დანაშაულები იმსახურებდა ამას, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი დანაშაულებისთვის არ ჰქონდა უფრო მკაცრი სასჯელი.[11]

სოლონმა ძვ. წ. მე-6 საუკუნის დასაწყისში გააუქმა დრაკონის ყველა კანონი, გარდა მკვლელობის შესახებ კანონისა.[12]

მკვლელობის შესახებ კანონი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 409 წელს, ხანგრძლივი განხილვის შედეგად ათენელებმა გადაწყვიტეს გადაეხედათ კანონები, მათ შორის მკვლელობის შესახებ კანონი. მკვლელობის შესახებ კანონის ტექსტი ნაწილობრივ შემორჩენილია ფრაგმენტულ წარწერაში. მასში აღნიშნულია, რომ მკვლელის დასჯა მსხვერპლის ნათესავების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.[13]

წარწერის შემორჩენილი ნაწილის მიხედვით, უნებლიე მკვლელობისთვის სასჯელად გადასახლება იყო გათვალისწინებული. არ არის გარკვეული, დრაკონის კანონი რა სახის სასჯელს ითვალისწინებდა განზრახ მკვლელობისთვის. ძვ. წ. 409 წელს განზრახ მკვლელობას სიკვდილით სჯიდნენ, მაგრამ დრაკონის კანონი იწყება სიტყვებით: "καὶ ἐὰμ μὲ ‘κ [π]ρονοί[α]ς [κ]τ[ένει τίς τινα, φεύγ]ε[ν]." ნაწყვეტის შინაარსი ბუნდოვანია და მისი თარგმნა რთულია, თარგმნის ერთერთი ვარიანტია: „თუნდაც ადამიანი უნებლიე მოკლავს სხვას, იგი გადასახლდება”.[14]

ოთხასწევრიანი საბჭო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსხვავებით არეოპაგისგან, დრაკონმა შემოიღო ოთხასწევრიანი საბჭო, რომელიც კენჭისყრის წესით უნდა ყოფილიყო არჩეული,[15] საბჭო მოგვიანებით გადაიზარდა კონსტიტუციებში და დიდი როლი ითამაშა ათენურ დემოკრატიაში. არისტოტელე აღნიშნავს, რომ დრაკონმა, კანონების დაწერისას, არსებული დაუწერელი ათენური კონსტიტუციისთვის გამოიყენა კანონმდებლობა,[16] რომელიც თანამდებობისთვის უფლებამოსილების ზუსტ კვალიფიკაციებს აწესებდა.

არისტოტელეს თანახმად, დრაკონმა ხმის უფლება გაავრცელა ყველა თავისუფალ ადამიანზე, ვისაც შეეძლო საკუთარი თავისთვის სამხედრო აღჭურვილობის უზრუნველყოფა. თუმცა, ეს მტკიცება არ ემყარება ავთენტურ ტრადიციას, ამიტომ მცდარია, როგორც 1998 წელს განაცხადა კარლ-ვილჰელმ ველვეიმ[17].

მათ ოთხასწევრიანი საბჭო აირჩიეს თავიანთი რიცხვიდან; ცხრა არქონტი და ხაზინადარები შერჩეულნი იყვნენ იმ პირებიდან, რომლებიც ფლობდნენ არადაყადაღებულ ქონებას არანაკლებ ათი მინისა, გენერლები (ძვ. ბერძნ. strategoi) და კავალერიის მეთაურები (ძვ. ბერძნ. hipparchoi) კი იმ პირებიდან, რომლებსაც შეეძლოთ ას მინაზე არანაკლები არადაყადაღებული ქონების დადასტურება და ჰყავდათ კანონიერ ქორწინებაში შობილი ათ წელზე მეტი ასაკის შვილები. ამრიგად, მათი გარდაცვალების შემთხვევაში, მათი ქონება შეიძლებოდა გადასულიყო უფლებამოსილ მემკვიდრეზე. ამ ოფიცრებს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა პრიტანების (ძვ. ბერძნ. prytanes- საბჭოს წევრების), სტრატეგების (გენერლების) და ჰიპარქების (კავალერიის ოფიცრების) წინა წლის ქონებაზე მანამ, სანამ მათი ანგარიშები არ იქნებოდა შემოწმებული.

„არეოპაგის საბჭო იყო კანონების მეურვე და ზედამხედველობდა მაგისტრატებს, რათა დარწმუნებულიყო, რომ ისინი თავიანთ თანამდებობებს ასრულებდნენ კანონის შესაბამისად. ნებისმიერ პირს, ვინც თვლიდა, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ, შეეძლო არეოპაგის საბჭოს მიეწოდებინა ინფორმაცია იმის მითითებით, თუ რა კანონი დაირღვა მის შემთხვევაში და რა ზიანი მიაყენა მას. მაგრამ, როგორც ადრე აღინიშნა, სესხები უზრუნველყოფილი იყო მოვალეთა პიროვნებებით და მიწა იყო მცირერიცხოვანთა ხელში”.[18]

დრაკონის (ცენტრში) ქანდაკება შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს შენობაში, „სიბრძნის ნათელს“ (მარცხნივ) და კონფუცის (მარჯვნივ) შორის.

თავისი სამართლებრივი კოდექსის გამო, დრაკონი არის ზედსართავი „დრაკონული” ეპონიმი, რომელიც აღწერს არა მხოლოდ გადაჭარბებულად მკაცრ ან სასტიკ კანონმდებლობას, არამედ ნებისმიერ ასეთ სასჯელს ან წესს.[19] კანონმდებლობასთან დაკავშირებით, სიტყვა გამოიყენება ამ მნიშვნელობით ინგლისურენოვან წყაროებში 1777 წლიდან.[20]

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს შენობის სასამართლო დარბაზის სამხრეთ ფრიზზე, რომლის დიზაინიც შექმნა ადოლფ ალექსანდრე ვეინმანმა, დრაკონი გამოსახულია, როგორც ერთ-ერთი „ისტორიის დიდი კანონმდებელი”.[21] მისი სადავო მემკვიდრეობის გამო, დრაკონის ჩართვა ფრიზში The Atlantic-მა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.[22]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ვიქსიკონის ლოგო ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: დრაკონი
  • Decree to republish Draco’s law on homicide—Translation of original inscription
  • Mitchell, John Malcolm (1911). „Draco (statesman)“ . In Chisholm, Hugh (ed.). Encyclopædia Britannica (ინგლისური). 8 (11th ed.). Cambridge University Press. p. 464.
  1. Sealey, Raphael (1976). A History of the Greek City States, 700–338 B.C.. Berkeley: University of California Press, გვ. 99-101. ISBN 0-520-03177-6.  Reprinted with corrections and additions 1985.
  2. Suidas. "Δράκων დაარქივებული 2015-11-03 საიტზე Wayback Machine. ". Suda On Line. Adler number delta, 1495.
  3. MacDowell, D. M.. (22 December 2015) Draco. ციტირების თარიღი: 16 October 2024
  4. Carey, Chris (2013). „In Search of Drakon“. The Cambridge Classical Journal. 59: 29. doi:10.2307/26430992. ISSN 1750-2705.
  5. Holland, Leicester B. (1941). „Axones“. American Journal of Archaeology. 45 (3): 346–362. doi:10.2307/499024. JSTOR 499024. S2CID 245265199.
  6. Harris, Edward M. (2012). „Axones“, The Encyclopedia of Ancient History (English). John Wiley & Sons. 
  7. Davis, Gil (2011). „Axones and Kurbeis: A New Answer to an Old Problem“. Historia: Zeitschrift für Alte Geschichte. 60 (1): 1–35. doi:10.25162/historia-2011-0001. ISSN 0018-2311. JSTOR 29777246. S2CID 166210547.
  8. (1970) „The Growth of the Athenian State“, The Cambridge Ancient History Volume III, Part 3: The Expansion of the Greek World, Eighth to Sixth Centuries B.C., გვ. 371. ISBN 0-521-23447-6. 
  9. Morris Silver. Economic Structures of Antiquity. Ed. Greenwood Publishing Group, 1995. ISBN 9780313293801. P. 117
  10. J. David Hirschel, William O. Wakefield. Criminal Justice in England and the United States. Ed. Greenwood Publishing Group, 1995. ISBN 9780275941338. p.160.
  11. Plutarch (translation by Stewart; Long, George). He also wrote: "Draco's code was written not in ink but in blood."Life of Solon, XVII. gutenberg.org.
  12. Aristotle, Athenian Constitution, 7.1.
  13. Volonaki, Eleni (2000). "Apagoge" in Homicide Cases“ (PDF). Dike. 3: 147. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 2006-05-07.
  14. Gagarin, Michael (1981) Drakon and early Athenian homicide law. New York: Yale U.P.. ISBN 0300026277. 
  15. Aristotle. The Athenian Constitution, 4.3.
  16. Aristotle. Politics, 1274a.
  17. Welwei, Die Griechische Polis, S. 157
  18. Aristotle, Constitution, §4.
  19. Garner, Bryan A. (2022-12-22). „draconian“. Garner's Modern English Usage (ინგლისური). Oxford University Press. doi:10.1093/acref/9780197599020.001.0001/acref-9780197599020-e-2864. ISBN 978-0-19-759902-0. ციტირების თარიღი: 2025-06-27.
  20. ჰარფერ, დუგლასი. draconian. ეტიმოლოგიის ონლაინ ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 27 June 2025.
  21. Office of the Curator. (8 May 2005) Courtroom Friezes: South and North Walls. ციტირების თარიღი: 27 June 2025
  22. Tenner, Edward. (2010-05-05) What Would Hammurabi Do? en. ციტატა: „Even the marble friezes of the courtroom, researched and carved by the great sculptor and engraver Adolph Weinman, raise some questions. Few would argue with the presence of Hammurabi, Moses, Solon, or Confucius. But Draco? As the Supreme Court's curator notes: "His code included many strict penalties and death sentences, often for what seemed to be minor offenses."“ ციტირების თარიღი: 2025-10-12