შინაარსზე გადასვლა

დოღანჩაის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოღანჩაის მუზეუმი
41°02′08″ ჩ. გ. 28°58′42″ ა. გ. / 41.035806° ჩ. გ. 28.978444° ა. გ. / 41.035806; 28.978444
დაარსდა 2004 წელი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა ბეიოღლუ
ოფიციალური საიტი http://www.dogancaymuseum.org
Map

დოღანჩაის მუზეუმი (თურქ. Doğançay Müzesi) — თურქეთის პირველი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მიძღვნილია ბურჰან დოღანჩაის სახელოვნებო მემკვიდრეობისთვის.

მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა საზოგადოებისთვის 2004 წელს. ის განთავსებულია ისტორიულ 150 წლის ხუთსართულიან შენობაში რომელიც ოდესღაც ელეგანტური სახლი იყო ბერძნული ოჯახისთვის, სტამბოლის ბეიოღლუს რაიონის გულში. ისევე როგორც ბეიოღლუში არსებული სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობის შენობა, მუზეუმი თავდაპირველად სრულიად დანგრეულ მდგომარეობაში იყო, როდესაც ბურჰან დოღანჩაიმ იგი 1999 წელს შეიძინა. თუმცა, თავიდანვე დოღანჩაი ხვდებოდა, რომ ეს არქიტექტურულად მიმზიდველი შენობა მის მუზეუმად იქცეოდა. ოთხწლიანი დიდი რეკონსტრუქციის შემდეგ, ის აღდგა თავის ძველი დიდებით და მისი ინტერიერი გადაკეთდა მუზეუმის მკაცრი სტანდარტების შესაბამისად.[1]

დოღანჩაის გეგმა იყო დაეთმო მნიშვნელოვანი დრო და ენერგია იმისთვის, რომ შეექმნა სახლი, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა მინი-რეტროსპექტივა, რომელიც მოიცავდა მისი ნაყოფიერი და მდიდარი სახელოვნებო შემოქმედების ხუთი ათეულწლეულის მონაკვეთს.[2] თვით ლიფტის კაბინაც კი უზრუნველყოფს საგამოფენო სივრცის ფოტოგრაფიულ გამოფენას ფოტოებით „რკინის მუშაკთა პროექტიდან“. 2010 წლიდან დოღანჩაის მუზეუმი მუშაობს ხელოვნებისა და კულტურის ბურჰან-ანჯელა დოღანჩაის ფონდის ეგიდით. როდესაც ბურჰან დოღანჩაი 2013 წელს გარდაიცვალა, ფონდმა შეწყვიტა მისი ნამუშევრების შეგროვება და დაიწყო კონცენტრირება იმაზე რასაც უკვე ფლობდა. მისი მატერიალური ღირებულების მიღმა, მუზეუმისა და მისი კოლექციის ნამდვილი ღირებულება მდგომარეობს სიამოვნებასა და გატაცებაში ხელოვნების მიმართ, რომელიც იზიდავდა ათასობით ვიზიტორს მთელი მსოფლიოდან. სრულ განაკვეთზე დირექტორი ზრუნავს მის ყოველდღიურ საქმიანობაზე, საგანმანათლებლო პროგრამებსა და სპეციალურ ღონისძიებებზე. მუზეუმში შესვლისას ვიზიტორები გაოცებულები არიან თუ როგორ ტოვებს ადამიანი მყისიერად უკან ქალაქის ხმაურსა და ჩქარ ცხოვრებას.[3]

მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი თითქმის მთლიანად მიძღვნილია მისი დამფუძნებლის, ბურჰან დოღანჩაის ნამუშევრებს, ერთი სართული გამოყოფილია მხატვრის მამის, ადილ დოღანჩაის ნამუშევრებისთვის, რომელიც ცნობილი თურქი იმპრესიონისტი მხატვარია. 100-ზე მეტი ნამუშევრის საჩვენებლად, მუზეუმი გვთავაზობს ბურჰან დოღანჩაის შემოქმედების ევოლუციის თვალშისაცემ ვიზუალურ მიმოხილვას, მისი ადრეული ფიგურული ნახატებიდან დაწყებული მის კედლებით ინსპირირებულ ხელოვნებამდე. კოლექცია მოიცავს მედიისა და მასალების ფართო სპექტრს და მოიცავს ნახატებს, ნახაზებს, სკულპტურებს, ესტამპებს, ფოტოებსა და ობიუსონის გობელენებს. დოღანჩაის მკაფიო განზრახვა იყო ის, რომ მუზეუმის კოლექციას წარმოეჩინა თუ რამდენად შორს წავიდა მოლაპარაკე კედლების განვითარება ექსპერიმენტულ და ამაღელვებელ მიმართულებებში ბოლო ხუთი ათეულწლეულის განმავლობაში, რომლებმაც თავდაპირველად შთააგონეს მისი ნამუშევრების შექმნაში.

მუზეუმის მიღების ადჰილი განთავსებულია პირველ სართულზე, ისევე როგორც მისი სუვენირების მაღაზია და ჩაის ოთახი, სადაც ვიზიტორებს ყოველ შუადღეს ჩაით უმასპინძლდებიან. ობიუსონის გობელენი, რომელიც დაფუძნებულია ლენტების სერიის დიზაინზე (ერთ-ერთი ცამეტიდან, რომელიც წარმოებულია L'Atelier Raymond Picaud-ში), ფოტოსურათები და ლითოგრაფიები ასევე გამოფენილია ამ არეალში. დოღანჩაის ფოტოგრაფიული პორტრეტი, რომელიც გადაუღია ქრისტა ფრიდა ფოგელს, ხვდება ვიზიტორებს, როდესაც ისინი ქუჩიდან შემოდიან.

მეორე სართულზე განსაკუთრებით აღსანიშნავია ნამუშევრები კონუსების სერიიდან და ლენტების სერიიდან, რომლებიც ორივე გაჩნდა 1970-იანი წლების დასაწყისში და აღნიშნავს მნიშვნელოვან გადასვლას დოღანჩაის მანამდე რეალისტური გამოსახვიდან უფრო დახვეწილ, აბსტრაქტულ მიდგომაზე, რომელიც აერთიანებს ელეგანტურ ექსპერიმენტებს ჩრდილის, სინათლისა და განზომილების სფეროში. ასევე გამოფენილია მაგალითები GREGO სერიიდან, რომელიც დასახელებულია ნიუ-იორკელი გრაფიტის მხატვრის სახელით, ვინც თითქმის გახდა დოღანჩაის ალტერ-ეგო, რომელიც საშუალებას აძლევდა მას ხელოვნების ნამუშევრების საშუალებით ეჩვენებინა თუ როგორ საუბრობენ კედლები საკითხებზე და მიმართავენ ქუჩაში მიმავალ-მომავალ ხალხს.

მესამე სართულზე იწყება დოღანჩაის გამოფენა კედლებით ინსპირირებული სხვადასხვა სერიიდან. მიუხედავად იმისა, რომ ურბანული კედლები შეიძლება იყოს მათი განმეორებადი თემა, განსხვავებული სტილები, რომლებითაც ისინია შესრულებული და გამოყენებული ტექნიკები ძალიან განასხვავებს ერთმანეთისგან.

ვიზიტორები აღმოაჩენენ ადილ დოღანჩაის კოლექციას და ადრეულ ფიგურულ ნამუშევრებს ბურჰან დოღანჩაისგან. მთელი თავისი სახელოვნება კარიერის განმავლობაში, ადილ დოღანჩაი მუშაობდა იმპრესიონისტულ გრძნობებზე, ისევე როგორც მათ ტექნიკაზე. ახლოს ნახვისას ღია და შედარებით მძიმე ფუნჯის მონასმების გამოყენება ყველაზე აშკარაა, მაგრამ შორიდან დაკვირვებისას ყოველი ნახატი, როგორც ჩანს, იჭერს დროის მომენტს, რომელშიც მისი საგნის სინათლე და ხაზი ყველაფერია.

დაწყებითი სკოლის ხელოვნების კონკურსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლიდან მუზეუმი, თანამშრომლობით დიდი სტამბოლის მუნიციპალიტეტთან და კორპორატიულ სპონსორებთან, აწყობს და წარმოადგენს ჟიურიანი დაწყებითი სკოლის ხელოვნების კონკურსს. ყოველწლიურად საშუალოდ 7,000 მოსწავლე რვიდან თოთხმეტი წლის ასაკში, 1,500 სკოლიდან, წარადგენს თავის განაცხადებს ამ ღონისძიებისთვის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • დოღანჩაის მუზეუმი: A Visitor's Guide, დოღანჩაის მუზეუმის გამომცემლობა, 2012, სტამბოლი
  1. Dogancay Museum, retrieved 1 June 2015
  2. Artnet Dogancay Chronology, retrieved 1 June 2015
  3. New York Times Obituary, retrieved 1 June 2015