დოქტორ პეპერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Dr Pepper ლითონის ქილაში

Dr Pepper (ინგლ. Dr. Pepper) — ამერიკული გაზიანი სასმელი, რომელიც XIX საუკუნის 80-იან წლებში ტეხასის შტატში შეიქმნა, ფარმაცევტ ჩარლზ ალდერტონის მიერ. საწყის ეტაპზე სასმელი მხოლოდ აშშ-ში იყიდებოდა, თუმცა დღესდღეობით იგი იყიდება ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე არსებულ ქვეყნებში, ავსტრალიაში. არსებობს Dr. Pepper-ის დიეტური ვერსიაც. 2000-იანი წლებიდან კი სასმელს დაემატა სხვადასხვა არომატებიც.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ჩარლზ ალდერტონმა Dr. Pepper შექმნა, მან სასმელი პირველად იმ აფთიაქის მეპატრონეს (მორისონი) გაასინჯა, რომელშიც მუშაობდა.[1] მეპატრონეს ძალიან მოეწონა და მისი გაყიდვა დაიწყო. სწორედ მისი შერჩეულია გამაგრილებელი სასმელის ეს სახელიც.

ისევე როგორც კოკა-კოლას რეცეპტი, Dr. Pepper-ის რეცეპტიც გასაიდუმლოებულია და მისი ორი ნახევარი შენახულია ორი სხვადასხვა ბანკის სეიფში. არსებობდა მოსაზრება, რომ სასმელის ერთ-ერთი საიდუმლო ინგრედიენტი შავი ქლიავის წვენია, თუმცა ოფიციალურმა Dr. Pepper-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეს ჭორი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. [2]

ფიქრობენ, რომ სახელის შერჩევისას სიტყვა "დოქტორ" იმიტომ აარჩია მორისონმა, რომ ხალხში გაეღვივებინა მოსაზრება Dr. Pepper-ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოობასთან დაკავშირებით (ინგ. Doctor - ექიმი). თუმცა მორისონის სანაცნობოში მართლაც არსებობდა ორი ექიმი, რომელთა გვარები პეპერი იყო. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი შეიძლებოდა გამხდარიყო სახელის ინსპირაცია.

დოქტორ პეპერი და Coca Cola შექმნიდანვე კონკურენტები იყვნენ. Dr. Pepper-მა რამდენჯერმე უჩივლა Coca Cola-ს სასამართლოში. ერთ-ერთი საჩივარის მიზეზი ის გახლდათ, რომ Coca Cola-მ თავის ერთ-ერთ სასმელს "პეპო" დაარქვა, რაც ჰგავდა Dr. Pepper-ის სახელს და ეს საქციელი სავაჭრო ნიშნის პლაგიატიზმს უტოლდებოდა.[3]

არომატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Dr. Pepper ალუბლისა და ვანილის არომატით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არომატია. ამ არომატის მქონე სასმელი აშშ-ს განსაზღვრულ ტერიტორიაზე იყიდება. მოკლე ვადით იგი კანადაშიც იყო ხელმისაწვდომი.

ერთ-ერთი არომატის სახელია Dr. Pepper „ნამდვილი შაქრით“. როგორც სახელშივე ჩანს, მის შემადგენლობაში ნამდვილი შაქარია და არა სიმინდისგან დამზადებული ტკბილი სიროფი (ფრუქტოზა). მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ამერიკულმა გაზიანი სასმელების მწარმოებლებმა შეწყვიტეს ნამდვილი შაქრის გამოყენება საკუთარი პროდუქტის წარმოებისას. მიზეზი შაქრის ფასის მკვეთი ზრდა გახლდათ. Dr. Pepper ნამდვილი შაქრით სასმელის შექმნიდან 125 წლის თავზე გამოუშვეს. ქილაზე კი 60-იანი წლების სლოგანი და სურათი იყო გამოსახული.[4]

Dr. Pepper კენკრისა და ნაღების არომატით არანაკლებ პოპულარული არომატია. აღსანიშნავია, რომ მისი დიეტური ვერსიაც არსებობს.

Dr. Pepper გოგონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონა ლორენი

1963 წელს მომღერალი დონა ლორენი Dr. Pepper-ის სახე გახდა. [5] იგი საკმაოდ ეფექტურად უკეთებდა რეკლამას პროდუქტს. რადიოს, ტელევიზიისა თუ ბილბორდების საშუალებით. 1968 წლამდე იგი კომპანიის წარმომადგენელი გახლდათ. ამ დროის განმავლობაში გაიზარდა როგორც მისი (პიროვნული), ასევე სასმელის პოპულარობაც. იგი ფილმებშიც გადაიღეს, სადაც იგი მარკეტინგულ მისიას ასრულებდა Dr. Pepper-ის პოპულარიზაციისა და რეკლამირებისთვის.

1961-81 წლებში კი კომპანიამ სილამაზის კონკურსი „მის თინეიჯერი ამერიკა“ დააფინანსა.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]