დოუპოვის მთები
დოუპოვის მთები | |
---|---|
კოორდინატები: 50°15′ ჩ. გ. 13°00′ ა. გ. / 50.250° ჩ. გ. 13.000° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩეხეთი |
უმაღლესი წერტილი | ჰრადიშტე |
სიმაღლე | 934 მ |
დოუპოვის მთები (ჩეხ. Doupovské hory) — კაინოზოური ვულკანური ქედი ჩეხეთში. გააჩნია ტიპური სტრატოვულკანის სტრუქტურა. სტრატოვულკანის ცენტრი ყოფილ ქალაქ დოუპოვში მდებარეობდა.
უმაღლესი მწვერვალია ჰრადიშტე (934 მ), უდაბლესი წერტილი კი მდინარე ოჰრჟე ქალაქ კადანთან (275 მ).
1945 წელს, გერმანული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააძევეს, რის შედეგადაც დოუპოვის მთები თითქმის მთლიანად გაუკაცურდა. 1953 წელს ის არმიის საწვრთნელი ზონა გახდა და დღემდე გამოიყენება ნატოს ძალების მიერ.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Doupov.ic.cz - převážně fotogalerie z oblasti დაარქივებული 2012-01-29 საიტზე Wayback Machine.