დორტმუნდი 2012 (საჭადრაკო ტურნირი)
დორტმუნდის 2012 წლის საჭადრაკო ტურნირი — საერთაშორისო საჭადრაკო შეჯიბრება, რომელიც 13-დან 22 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ტურნირი ერთდროულად ორმა მოჭადრაკემ დაასრულა თანაბარი ქულით: ფაბიანო კარუანა და სერგეი კარიაკინი. გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა ტაი-ბრეიკი, სადაც კარუანამ იმარჯვა და ტურნირის მთავარი პრიზიც დაისაკუთრა.
რეგლამენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტურნირს მე-19 კატეგორია ჰქონდა მინიჭებული (საშუალო რეიტინგი: 2711). შეჯიბრება წრიული სისტემით ჩატარდა და 9 ტურისგან შედგებოდა. მოჭადრაკეები კლასიკური დროის კონტროლით ასპარეზობდნენ: 100 წუთი პირველ 40 სვლაზე, შემდეგ 50 წუთი მომდევნო 20 სვლაზე და 15 წუთი პარტიის დასრულებამდე. გარდა ამისა, პირველივე სვლიდან ყოველ სვლაზე მოთამაშეებს 30 წამი ემატებოდათ.
ქულების თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში, ადგილების განაწილებისას უპირატესობა ენიჭებოდა შავი ფერით ნათამაშები პარტიების რაოდენობას. ამ მაჩვენებლის თანაბრობისას მხედველობაში მიიღებოდა მოგებული პარტიების საერთო რიცხვი, ხოლო საბოლოო კრიტერიუმად ბერგერის კოეფიციენტი გამოიყენებოდა.
მონაწილეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტურნირში მონაწილეობდნენ:
რუსეთი ვლადიმერ კრამნიკი (2799)
რუსეთი სერგეი კარიაკინი (2779)
იტალია ფაბიანო კარუანა (2775)
უნგრეთი პეტერ ლეკო (2730)
უკრაინა რუსლან პონომარიოვი (2726)
გერმანია არკადი ნაიდიჩი (2700)
პოლონეთი მატეუშ ბარტელი (2674)
გერმანია დანიელ ფრიდმანი (2655)
გერმანია გეორგ მაიერი (2644)
გერმანია იან გუსტაფსონი (2629)
¹) რეიტინგები მოცემულია 2012 წლის ივლისის მდგომარეობით.[1]
სატურნირო ცხრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| № | მოჭადრაკე | ქვეყანა | რეიტინგი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქულა | ადგილი |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ფაბიანო კარუანა | 2775 | ■ | ½ | 0 | 1 | ½ | ½ | ½ | 1 | 1 | 1 | 6 | 1 | |
| 2 | სერგეი კარიაკინი | 2779 | ½ | ■ | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | 1 | 1 | 1 | 6 | 2 | |
| 3 | რუსლან პონომარიოვი | 2726 | 1 | ½ | ■ | ½ | ½ | ½ | 1 | ½ | 0 | 1 | 5½ | 3 | |
| 4 | ვლადიმერ კრამნიკი | 2799 | 0 | ½ | ½ | ■ | ½ | ½ | 1 | ½ | 1 | 1 | 5½ | 4 | |
| 5 | არკადი ნაიდიჩი | 2700 | ½ | ½ | ½ | ½ | ■ | ½ | ½ | ½ | 1 | 1 | 5½ | 5 | |
| 6 | პეტერ ლეკო | 2730 | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ■ | ½ | ½ | 1 | 1 | 5½ | 6 | |
| 7 | გეორგ მაიერი | 2644 | ½ | ½ | 0 | 0 | ½ | ½ | ■ | ½ | 1 | ½ | 4 | 7 | |
| 8 | დანიელ ფრიდმანი | 2655 | 0 | 0 | ½ | ½ | ½ | ½ | ½ | ■ | ½ | ½ | 3½ | 8 | |
| 9 | მატეუშ ბარტელი | 2674 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | ½ | ■ | ½ | 2 | 9 | |
| 10 | იან გუსტაფსონი | 2629 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | ½ | ½ | ½ | ■ | 1½ | 10 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Top 100 Players July 2012 — Archive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-09. ციტირების თარიღი: 2012-07-01
| ||||||||