დორტმუნდი 2010 (საჭადრაკო ტურნირი)
დორტმუნდის 2010 წლის საჭადრაკო ტურნირი — რიგით 38-ე საერთაშორისო შეჯიბრება, რომელიც დორტმუნდში 15-დან 25 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ტურნირის საგზური ვიეტნამელმა დიდოსტატმა ლე კუანგ ლიემმა მოიპოვა, რომელმაც მანამდე აეროფლოტ ოუფენზე გაიმარჯვა.
შეჯიბრების გამარჯვებული უკრაინელი მოჭადრაკე რუსლან პონომარიოვი გახდა, რომელმაც 10 შესაძლებლობიდან 6½ ქულა დააგროვა.[1]
რეგლამენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტურნირს მინიჭებული ჰქონდა მე-20 კატეგორია, რაც მონაწილეთა მაღალი საშუალო რეიტინგით (2730,67) იყო განპირობებული. პარტიები გერმანიაში, კლასიკური დროის კონტროლით გათამაშდა: მოჭადრაკეებს პირველ 40 სვლაზე 100 წუთი ეძლეოდათ, მომდევნო 20 სვლაზე — 50 წუთი, ხოლო პარტიის დასასრულებლად — კიდევ 15 წუთი. გარდა ამისა, პირველივე სვლიდან მოქმედებდა 30-წამიანი დამატების წესი ყოველ სვლაზე.
ტურნირის წესდების თანახმად, ქულების თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში, ადგილების განაწილება ხდებოდა შავი ფერით ნათამაშები პარტიების რაოდენობის მიხედვით. თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოჩნდებოდა, უპირატესობა მოგებული პარტიების საერთო რიცხვს ენიჭებოდა, ხოლო საბოლოო კრიტერიუმად ბერგერის კოეფიციენტი გამოიყენებოდა.
ტურნირის მონაწილეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ:
რუსეთი ვლადიმერ კრამნიკი (2790)
აზერბაიჯანი შახრიარ მამედიაროვი (2761)
უკრაინა რუსლან პონომარიოვი (2734)
უნგრეთი პეტერ ლეკო (2734)
გერმანია არკადი ნაიდიჩი (2684)
ვიეტნამი ლე კუანგ ლიემი (2681)
სატურნირო ცხრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| № | მოჭადრაკე | ქვეყანა | რეიტინგი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | ქულა | ადგილი | SB |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | რუსლან პონომარიოვი | 2734 | ■ ■ | 0 ½ | 1 ½ | 1 ½ | ½ 1 | 1 ½ | 6½ | 1 | ||
| 2 | ლე კუანგ ლიემი | 2681 | 1 ½ | ■ ■ | ½ ½ | 0 ½ | ½ ½ | 1 ½ | 5½ | 2 | ||
| 3 | ვლადიმერ კრამნიკი | 2790 | 0 ½ | ½ ½ | ■ ■ | ½ 1 | 1 0 | ½ ½ | 5 | 3 | 24,25 | |
| 4 | შახრიარ მამედიაროვი | 2761 | 0 ½ | 1 ½ | ½ 0 | ■ ■ | 1 0 | ½ 1 | 5 | 4 | 24,00 | |
| 5 | არკადი ნაიდიჩი | 2684 | ½ 0 | ½ ½ | 0 1 | 0 1 | ■ ■ | ½ 0 | 4 | 5 | 20,75 | |
| 6 | პეტერ ლეკო | 2734 | 0 ½ | 0 ½ | ½ ½ | ½ 0 | ½ 1 | ■ ■ | 4 | 6 | 19,50 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დორტმუნდი 2010. Chesspro. ციტირების თარიღი: 2012-07-12
- ↑ ფიდეს რეიტინგი 2010 წლის ივლისისთვის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-04. ციტირების თარიღი: 2011-07-04
| ||||||||