დორტმუნდი 2006 (საჭადრაკო ტურნირი)

დორტმუნდის 2006 წლის საჭადრაკო ტურნირი — რიგით 34-ე საერთაშორისო შეჯიბრება იყო, რომელსაც გერმანიის ქალაქმა დორტმუნდმა 29 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლა.
ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა ქართველმა დიდოსტატმა, ბაადურ ჯობავამ, რომელმაც იმავე წელს მოსკოვში გამართულ აეროფლოტ ოპენზე გაიმარჯვა და დორტმუნდის ტურნირის საგზური დაიმსახურა.
შეჯიბრება მაღალი, მე-19 კატეგორიის იყო (მოჭადრაკეთა საშუალო რეიტინგი 2720-ს შეადგენდა). ტურნირის გამარჯვებული გახდა ვლადიმერ კრამნიკი, რომელმაც 7 შესაძლებლობიდან 4½ ქულა დააგროვა. მართალია, კრამნიკმა და პეტრ სვიდლერმა თანაბარი ქულები მოაგროვეს, თუმცა რეგლამენტის თანახმად, ადგილები ზონებორნ-ბერგერის კოეფიციენტით განაწილდა, რამაც უპირატესობა კრამნიკს მიანიჭა.[1]
სათამაშო განრიგი საკმაოდ დატვირთული იყო: ტურები გაიმართა 29, 30 ივლისს, ასევე 1, 2, 4, 5 და 6 აგვისტოს. მოჭადრაკეებმა მხოლოდ ორჯერ დაისვენეს — 31 ივლისსა და 3 აგვისტოს.
ტურნირის მონაწილეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წლის დორტმუნდის ტურნირზე რვა დიდოსტატი იყო მიწვეული. მონაწილეთა სიაში იყვნენ მაშინდელი მსოფლიო კლასიფიკაციის მოწინავე მოჭადრაკეები, მათ შორის ლევონ არონიანი, ვლადიმერ კრამნიკი და პეტერ ლეკო.
მონაწილეთა სია 2006 წლის ივლისის მონაცემებით:
| მოჭადრაკე | ქვეყანა | რეიტინგი | ადგილი რეიტინგში |
|---|---|---|---|
| ლევონ არონიანი | 2761 | 3 | |
| ვლადიმერ კრამნიკი | 2743 | 4 | |
| პეტრ სვიდლერი | 2742 | 5 | |
| პეტერ ლეკო | 2738 | 6 | |
| მაიკლ ადამსი | 2732 | 8 | |
| ბორის გელფანდი | 2729 | 10 | |
| არკადი ნაიდიჩი | 2665 | 46 | |
| ბაადურ ჯობავა | 2651 | 56 |
სატურნირო ცხრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| № | მოჭადრაკე | ქვეყანა | რეიტინგი[2] | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | ქულა | ადგილი |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ვლადიმერ კრამნიკი | 2743 | ■ | ½ | ½ | 1 | ½ | ½ | ½ | 1 | 4½ | 1 | |
| 2 | პეტრ სვიდლერი | 2742 | ½ | ■ | ½ | ½ | ½ | ½ | 1 | 1 | 4½ | 2 | |
| 3 | მაიკლ ადამსი | 2732 | ½ | ½ | ■ | ½ | 1 | ½ | ½ | ½ | 4 | 3 | |
| 4 | პეტერ ლეკო | 2738 | 0 | ½ | ½ | ■ | ½ | 1 | 1 | ½ | 4 | 4 | |
| 5 | ბორის გელფანდი | 2729 | ½ | ½ | 0 | ½ | ■ | ½ | 1 | 1 | 4 | 5 | |
| 6 | არკადი ნაიდიჩი | 2665 | ½ | ½ | ½ | 0 | ½ | ■ | ½ | 1 | 3½ | 6 | |
| 7 | ლევონ არონიანი | 2761 | ½ | 0 | ½ | 0 | 0 | ½ | ■ | ½ | 2 | 7 | |
| 8 | ბაადურ ჯობავა | 2651 | 0 | 0 | ½ | ½ | 0 | 0 | ½ | ■ | 1½ | 8 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დორტმუნდი 2006. Chesspro. ციტირების თარიღი: 2006-09-15
- ↑ ფიდეს რეიტინგ-ლისტი: 2006 წლის ივლისი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-24. ციტირების თარიღი: 2006-07-01
| ||||||||