დოროთეოსი (1556-1600)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „დოროთეოსი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დოროთეოსი.
დოროთეოს III-ის შეწირულების წიგნი იტრიის ღვთისმშობლის ეკლესიისადმი, 1592-1600

დოროთეოსი, დოროთეოს III, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიმონ I-ის (1556-1600) მეფობის პერიოდში.

დოროთეოსმა სოფ. ნიტრიაში ააშენა საძვალე მონასტერი. მშენებლობაში მატერიალურ დახმარებას უწევდნენ ქართლის მეფეები: გიორგი IX, სიმონ I, გიორგი ბატონიშვილი (სიმონის ძე) და კახეთის მეფე ლევანი. ცნობილია დოროთეოსის მიერ დაწერილი გუჯარი, სადაც აღწერილია ნიტრიის მონასტრის მშენებლობის ამბავი. გუჯარი მნიშვნელოვან მასალას იძლევა საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და მატერიალური კულტურის ისტორიის შესასწავლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]