დორნბირნი
დასახლებული პუნქტი | |||
---|---|---|---|
დორნბირნი გერმ. Dornbirn | |||
| |||
ქვეყანა | ავსტრია | ||
შიდა დაყოფა | Markt, Hatlerdorf, Oberdorf, Haselstauden, Rohrbach და Schoren | ||
კოორდინატები | 47°25′00″ ჩ. გ. 9°45′00″ ა. გ. / 47.41667° ჩ. გ. 9.75000° ა. გ. | ||
მმართველი | Andrea Kaufmann | ||
პირველი ხსენება | 15 ოქტომბერი 895 | ||
ფართობი | 120.93 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 437 მეტრი | ||
მოსახლეობა | 48 067 (1 იანვარი, 2016)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 05572 | ||
საფოსტო ინდექსი | 6850 | ||
საავტომობილო კოდი | DO | ||
ოფიციალური საიტი | https://www.dornbirn.at | ||
დორნბირნი (გერმ. Dornbirn) — ქალაქი ავსტრიაში, ფორარლბერგის ფედერალურ მხარეში. წარმოადგენს დორნბირნის რაიონის (Bezirk) ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც ასევე მოიცავს ქალაქ ჰოენემსა და ლუსტენაუს.
როგორც ფორარლბერგის უმსხვილესი და ავსტრიის მე-10 უდიდესი ქალაქი, დორნბირნი მნიშვნელოვანი კომერციული და საშოპინგო ცენტრია.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დორნბირნი მდებარეობს ფორარლბერგის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 437 მეტრზე, რაინის ხეობაში, კარენის მთის ძირში. მის სიახლოვეს გაივლის სახელმწიფო საზღვრები შვეიცარიასთან, გერმანიასა და ლიხტენშტაინთან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადამიანთა ყოფნის ძუველესი გამოვლინებები დორნბირნის ტერიტორიაზე მეზოლითის ხანსა მიეკუთვნება. ქალაქი პირველად 895 წელს მოიხსენიება.
1380 წელს, დორნბირნი ჰაბსბურგთა დინასტიის ნაწილი გახდა. 1793 წელს გარდაიქმნა საბაზრო საზოგადოებად. 1901 წელს მიენიჭა მუნიციპალიტეტის სტატუსი. 1969 წელს გახდა ახლადშექმნილი დორნბირნის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Dornbirn.com
- College of Applied Sciences დაარქივებული 2005-12-30 საიტზე Wayback Machine.
- Natural History Museum (Inatura) დაარქივებული 2009-05-03 საიტზე Wayback Machine.
- Rolls Royce Museum
- Roller Hockey Dornbirn Club
- Tiscover Dornbirn დაარქივებული 2009-04-23 საიტზე Wayback Machine.
- Spielboden Cultural Events
- Worldgymnaestrada დაარქივებული 2015-06-11 საიტზე Wayback Machine.
- PhotoGlobe - Dornbirn offers high quality photos together with GPS coordinates