დორაიაკი
![]() | |
ალტერნატიული სახელები |
მიკასა |
---|---|
ტიპი | უაგაში ბლინი |
წარმოშობის ადგილი | იაპონია |
მთავარი ინგრედიენტები |
კასტელა, წითელი ლობიოს პასტა ან ტკბილი აზუკის ლობიოს პასტა |
დორაიაკი — იაპონური ტკბილეულობა. შედგება ორი პატარა ფუნთუშისგან, რომლებიც დამზადებულია კასტელასგან, შიგნით ურთავენ ტკბილ აზუკის ლობიოს კრემს.
ორიგინალი დორაიაკი შედგება მხოლოდ ერთი ფენისგან. მისი ახლანდელი ფორმა გამოიგონეს 1914 წელს, უსაგიაში, ქალაქ ტოკიოს უენოს რაიონში.[1]
იაპონურად დორა ნიშნავს „გონგს“, ეს სახელი ასახავს იმ ფაქტს, რომ ორიგინალი დორაიაკი (იაკი) გაცხელებულ გონგზე იყო გამომცხვარი - ამას ამბობს კიოტოში დაფუძნებული საკონდიტრო „სასაია იორი“, რომელიც ასევე აცხადებს, რომ მათ დორაიაკი ტო-ძის ტაძრის თხოვნით გამოიგონეს.
მიუხედავად ამისა, არსებობს ჭორი, რომ სავარაუდოდ, ამ წყაროდან მხოლოდ ტკბილეულის სახელი მოდის.[1] ლეგენდის თანახმად, პირველი დორაიაკი მაშინ დამზადდა, როდესაც სამურაი ბენკეის თავისი გონგი იმ ფერმერის სახლში დარჩა, სადაც იმალებოდა, ფერმერმა შემდგომში გონგი ბლინების გამოსაცხობად გამოიყენა.[1]
აზუკის ლობიოს პასტა ჩვეულებრივ ცალკე გამოიყენება, მაგრამ ზოგჯერ წაბლისა და ბრინჯის ნამცხვრებსაც ამატებენ. ასევე არსებობს დორაიაკი ამანატოს შიგთავსით.

სხვა სახეობებს შორის არის „პუდინგ დორაიაკი“ - დორაიაკი, რომლის შიგნით პუდინგია მოთავსებული, „ხილოვანი დორაიაკი“ - სადაც მთავარი ინგრედიენტი ხილია და „პარფე დორაიაკი“ - უფრო მდიდარი დესერტი, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს დორაიაკიში პარფე იყოს ჩასმული.
რეგიონალური ვარიაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანსაიში ამ ტკბილეულობას ხშირად მიკასას (三笠) უწოდებენ. ეს სიტყვა ნიშნავს სამმაგ ჩალის ქუდს, მაგრამ მას ასევე ალტერნატიული სახელი აქვს - მთა უაკაკუსა - მთა დაბალი ბორცვებით და რბილი ფერდობებით, რომელიც მდებარეობს ნარაში. ნარაში უფრო დიდ მიკასასაც ამზადებენ, რომელიც დიამეტრში დაახლოებით 30 სანტიმეტრია. [2]
პოპულარული კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონურ მანგასა და ანიმეს პერსონაჟ დორაემონს დორაიაკი ძალიან უყვარს, და ამიტომაც ეს მის საყვარელ კერძად არის აღწერილი (ინგლისურ დუბლირებაში ნობიტა (ინგლისურად ნობი) მას ალტერნატივად ამ საჭმელს „გემრიელ ფუნთუშებს“ უწოდებს) და ეს საკვები არაერთხელ ყოფილა სიუჟეტის განვითარების ხერხი. დორაემონი დამოკიდებულია დორაიაკიზე და მასთან დაკავშირებულ ყველა ხაფანგში ებმება. 2000 წლიდან, კომპანია ბუნმეიდო ყიდის დორაიაკის ლიმიტირებულ ვერსიას, რომლის დასახელება დორაემონ დორაიაკია, და ის ყოველ წელს, მარტისა და სექტემბრის თვეებში იყიდება. 2015 წლიდან JFC international-მა შექმნა დორაემონ დორიაკი ჩრდილოეთ ამერიკის მარკეტისთვის.
2015 წელს კინორეჟისორმა ნაომი კავასემ გამოუშვა ფილმი „ან“ („ტკბილი ლობიო“), რომელიც დაფუძნებულია დურიან სუკეგავას ნოველაზე -„ტკბილი ლობიოს პასტა“. ეს ნოველა მოგვითხრობს მოხუც ქალზე, რომელსაც ანკო დორაიაკის საიდუმლო რეცეპტი აქვს. [3][4][5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- How to make Dorayaki დაარქივებული 2014-06-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Food to Try at HYPER JAPAN: Dorayaki. Gaijin Gourmet. Eat-Japan (August 19, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 13, 2014. ციტირების თარიღი: 24 February 2012
- ↑ Blankestijn, Ad. Monaka & Dorayaki. Japanese Food Dictionary. ციტირების თარიღი: 24 February 2012
- ↑ Lodge, Guy. (14 May 2015) Film Review: ‘An’. ციტირების თარიღი: 21 December 2017
- ↑ 映画『あん』. ციტირების თარიღი: 21 December 2017
- ↑ „Sweet Bean Paste by Durian Sukegawa review – a bittersweet confection about prejudice and friendship“. 2017.