დონ ხუან სპარსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დონ ხუან სპარსელი ურუჯ-ბეგი (დ. 1560 — გ. 1604) — შაჰ-აბასის მიერ 1599 წელს ესპანეთში გაგზავნილი ელჩობის მონაწილე. წარმოშობით ყიზილბაშური ტომიდან იყო. ესპანეთში მიიღო ქრისტიანობა და საბოლოოდ იქ დარჩენის სურვილი გამოთქვა. იგი კარგად იცნობდა ირანის პოლიტიკურ ვითარებას. შეადგინა ირანის აღწერილობა ევროპელთათვის. დონ ხუან სპარსელის თხზულებაში არის ცნობები საქართველოსა და ირანში მოღვაწე ქართველების, კერძოდ, ალავერდი-ხან უნდილაძის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]