დონი დარკო: რეჟისორის ვერსია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დონი დარკო: რეჟისორის ვერსია
რეჟისორი რიჩარდ კელი
პროდიუსერი
სცენარისტი რიჩარდ კელი
ეფუძნება „დონი დარკო“
როლებში
კომპოზიტორი მაიკლ ენდრიუსი
ოპერატორი სტივენ ბ. პოსტერი
მონტაჟი
  • სემ ბაუერი
  • ერიკ სტრენდი
სტუდია Flower Films
დისტრიბუტორი
გამოსვლის თარიღი
  • მაისი 29, 2004 (2004-05-29) (სიეტლი)
  • აგვისტო 27, 2004 (2004-08-27) (მსოფლიოში)
ხანგრძლივობა 134 წუთი[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 290,000 დოლარი
შემოსავალი 3.7 მილიონი აშშ დოლარი[2][3]

„დონი დარკო: რეჟისორის ვერსია“ (ინგლ. Donnie Darko: The Director's Cut) — რიჩარდ კელის 2004 წელს გადაღებული სადებიუტო ფილმ „დონი დარკოს“ გაფართოებული ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ 2001 წელს გამოშვებული ორიგინალი ფილმი „დონი დარკო“ კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, (თუმცა კრიტიკოსებისგან წილად ჰხვდა უმაღლესი შეფასებები), ფილმის პოპულარობა გაიზარდა DVD გაყიდვებითა და რეგულარული საშუაღამისო სეანსების მეშვეობით აშშ-ში.[4] შედეგად, დისტრიბუტორი კომპანია Newmarket Films-ის პრეზიდენტის ბობ ბერნის რჩევით, რიჩარდ კელიმ გამოსცა ფილმის ხელახალი გამოშვება. რეჟისორის ვერსიის გამოსაშვებად და თავდაპირველი ფილმის თავისი ინტერპრეტაციის შესაქმნელად მან მიიღო 290,000 დოლარი.[5]

კელიმ განახორციელა არაერთი ცვლილება რეჟისორის ვერსიის შესაქმნელად. თითქმის ყველა ამოღებული სცენა, DVD-ზე იყო დამატებული, რაც ფილმს 20 წუთით ადიდებდა. კელიმ ასევე ფილმს დაადო წიგნის „დროში მოგზაურობის ფილოსოფია“ ტექსტი, რამაც ფილმის სიუჟეტის გარკვეული ნაწილი უფრო გასაგები გახადა. ასევე ფილმის ხმის ხარისხი გაუმჯობესდა, დაემატა ციფრული ეფექტები. ახალი საუნდტრეკი შეიქმნა სიმღერებისგან,[6] რომლებთან დაკავშირებითაც კელის წინათ ლიცენზიასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა: Echo & the Bunnymen-ის „The Killing Moon“ ჩანაცვლდა INXS-ის სიმღერით „Never Tear Us Apart". ახალი ვერსიის პრემიერა გაიმართა 2004 წლის 29 მაისს სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

კრიტიკა ფილმის მიმართ საწყის ეტაპზე პოზიტიური იყო: მიმოხილვების აგრეგატორმა Rotten Tomatoes ფილმს 91% მიანიჭა 43 მიმოხილვაზე დაყრდნობით.[7] ამავდროულად, Metacritic-მა შეაფასა 88 ქულით 100-დან (15 მიმიხილვაზე დაყრდნობით), რაც ნიშნავს „უნივერსალურ აღიარებას“.[8] „როჯერ ელბერტმა“ ფილმი ოთხი ვარსკვლავიდან სამით შეაფასა და დაახასიათა, როგორც „ცოცხალი, ორიგინალური და ამაღლვებელი“.[9] რეტროსპექტული შეფასებები შედარებით უფრო ნეგატიური აღმოჩნდა, კრიტიკა წილად ჰხვდა ახალ საუნდტრეკს და სიუჟეტში ორაზროვნობის ნაკლებობას.[10][11] ფილმი DVD-ზე გამოიშვა 2005 წლის 15 თებერვალს, ხოლო Blu-ray-ზე ოთხი წლის შემდეგ. „დონი დარკო: რეჟისორის ვერსიის“ შემოსავალმა აშშ-ში შეადგინა 753,147 დოლარი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 3.7 მილიონი დოლარი.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დონი დარკო [რეჟისორის ვერსია (15)]. British Board of Film Classification (15 ივნისი, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 დეკემბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 Donnie Darko: The Director's Cut (2004) - Release Summary. Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 8 July 2018
  3. Donnie Darko: The Director's Cut (2004) - International Box Office Results. Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 8 ივლისი, 2018.
  4. Person, Lawrence (17 სექტემბერი, 2016). Donnie Darko: The Director's Cut. Oakland, California: Locus. OCLC 610386221. 
  5. Murray, Rebecca. (2004)Interview with Writer/Director Richard Kelly. About.com. წაკითხვის თარიღი: 2016
  6. Burnett, Adam. (ივლისი, 2004) 'Donnie Darko: The Director's Cut': The Strange Afterlife of an Indie Cult Film. Indiewire. წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2016
  7. Donnie Darko: The Director's Cut (2004). Rotten Tomatoes. დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 აპრილი, 2012. წაკითხვის თარიღი: 25 იანვარი, 2016.
  8. Donnie Darko: The Director's Cut. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან - 10 ივლისი, 2011. წაკითხვის თარიღი: 25 იანვარი, 2016.
  9. Ebert, Roger (2013) "Reviews", Roger Ebert's Movie Yearbook 2007. Kansas: Andrews McMeel, გვ. 180. ISBN 9780740792199. OCLC 829176285. წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2016. 
  10. Hawking, Tom. (28 დეკემბერი, 2010) 10 Director's Cuts That Are Worse Than the Original. Flavorwire. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2016
  11. Sims, David. (მაისი, 2004) 'Donnie Darko' and Other Times Directors' Cuts Messed Up Their Own Movies. The Wire. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2016