დონის ჩანჩქერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დონის ჩანჩქერები
კოორდინატები: 48°08′39″ ჩ. გ. 40°02′40″ ა. გ. / 48.14417° ჩ. გ. 40.04444° ა. გ. / 48.14417; 40.04444
მდებარეობა როსტოვის ოლქი, რუსეთი
სიმაღლე 10 
დონის ჩანჩქერები — რუსეთი
დონის ჩანჩქერები

დონის ჩანჩქერები (რუს. Донские водопады) ან ვოლჩენის ჩანჩქერები (რუს. Волченские водопады) — წყლის ობიექტი, ჩანჩქერი, რომელიც მდებარეობს დასახლება უგლეროდოვსკის მახლობლად, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. დონის ჩანჩქერებში შემავალ ერთერთ ჩანჩქერს ეწოდება „კოსი“, ხოლო მეორე მათგანს „ორი ცრემლი“. ჩანჩქერები მდებარეობს უკრაინის საზღვართან ახლოს ზამჩალოვის ყოფილი კარიერის ტერიტორიაზე[1], ვოლჩენის სასოფლო დასახლებაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე დასახლება უგლეროდოვსკის მახლობლად, ვოლჩენის სასოფლო დასახლებაში, მდებარეობს დონის რამდენიმე ჩანჩქერი. ყველა მათგანი მდებარეობს უკრაინის საზღვართან მდებარე ზამჩალოვის ყოფილი კარიერის ტერიტორიაზე. ჩანჩქერი კოსი“ მდებარეობს კანიონის აღმოსავლეთ ნაწილში, მის საპირისპირო მხარეს კი მდებარეობს ჩანჩქერი სახელად „ორი ცრემლი“, რომლის სიმაღლეც შეადგენს 10 მეტრს[1]. წყალი ერთ-ერთი წყაროდან საკმაოდ შეუფერხებლად მოედინება, მეორე კი სხვა სათავიდან მოედინება და გადაივლის ქვებზე, რომელზეც წყლის დინებამ დროთა განმავლობაში თავისი კვალი დატოვა[2].

როსტოვის ოლქის ვოლჩენის სასოფლო დასახლების ადმინისტრაციის უფროსმა, გააჟღერა სურვილი, რომ დროთა განმავლობაში სასურველი იქნებოდა დონის (იგივე ვოლჩენის) ჩანჩქერებს მიეღოთ ბუნების ძეგლის სტატუსი და აღნიშნული ადგილი გამხდარიყო როსტოვის ოლქიტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი[1]. 2017 წლის მონაცემებით აღნიშნულ ადგილზე სპეციალური ექსკურსიები ტურისტებისათვის ჯერ კიდევ არ მიმდინარეობს[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]