დონის როსტოვის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონის როსტოვის წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია 2014 წელს

დონის როსტოვის წმინდა გიორგის ეკლესია — რუსეთი
დონის როსტოვის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი www.sgprihod.ru
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ბორის ვინიკოვი
თარიღდება 1993-1994
დეტალები
მასალა აგური

დონის როსტოვის წმინდა გიორგის ეკლესია (რუს. Церковь Георгия Победоносца) — მართლმადიდებლური ეკლესია დონის როსტოვში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 2002-2004 წლებში

მისამართი: 344091, რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქალაქი დონის როსტოვი, კომუნისტების პროსპექტი № 38.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა გიორგის მრევლი ჩამოყალიბდა 1993 წელს. ერთსართულიანი ეკლესია ააგეს 1994 წელს დონის როსტოვის საბჭოთა რაიონის საცხოვრებელ კვარტალში, კომუნისტური და ლემანის ქუჩების გადაკვეთაზე[1].

პირველი ღვთისმსახურება ეკლესიაში ჩაატარეს 1994 წელს წმინდა გიორგის სახელზე. 1994 წლიდან ეკლესიის წინამძღვარია ვლადიმერ ტერ-არაქელიანცი. შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება ეკლესიის შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მთლიან მფლობელობაში გადაცემის შესახებ. ამ საკითხის წარმატებულად გადაწყვეტის შემდეგ მოხდა ეკლესიის რეკონსტრუქცია. 1998 წელს ეკლესიას ეწვია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის როსტოვის ეპარქიის მმართველი პანტელეიმონი.

2003 წელს დაიწყო ძველი ეკლესიის შენობის კაპიტალური მშენებლობა. ეკლესიის გაფორმება გაგრძელდა 2007 წლამდე. სრულიად მოიხატა ეკლესიის საკურთხეველი და კამარა. ეკლესიის კანონიკური გამოსახულებები შესრულდა მხატვრობის ძველ რუსულ სტილში. ეკლესიის გარშემო შემოავლეს მეტალის ღობე. შემდეგ განხორციელდა მეორე სართულის მშენებლობა, სადაც განთავსდა წინამძღვრის კაბინეტი, აუდიტორია საკვირაო სკოლისათვის 40 ადამიანზე, ბიბლიოთეკა სამკითხველო დარბაზით, სატრაპეზო და სამეურნეო სათავსოები. საკურთხევლიდან და ტაძრის ცენტრალური ნაწილიდან გაკეთდა ასასვლელი მეორე სართულზე. ეკლესიის პირველ სართულზე ააშენეს ახალი სათავსოები მაღაზიისთვის, ბუღალტერიისა და დარაჯისათვის.

დონის როსტოვის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარია დეკანოზი ვლადიმერ ტერ-არაქელიანცი[2].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]