დონის როსტოვის წმინდა ალექსანდრას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა ალექსანდრას ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვ. პოპოვი
თარიღდება 1904

წმინდა ალექსანდრას ეკლესია (რუს. Церковь Святой Александры) — მართლმადიდებლური ტაძარი დონის როსტოვში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1904 წელს ვ. პოპოვის პროექტის მიხედვით. იგი მდებარეობდა დონის ნახიჩევანში (ამჟამად დონის როსტოვის პროლეტარის რაიონის შემადგენლობაში). მთავარი ტრაპეზი არის წმინდა დედოფალ ალექსანდრა რომაელის სახელობაზე კურთხეული[1]. ეკლესიას აქვს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ალექსანდრას ეკლესია ააგეს 1904 წელს დონის ნახიჩევანის (ამჟამად დონის როსტოვის პროლეტარის რაიონი) მართლმადიდებლურ სასაფლაოზე მდებარე ძველი ხის სამლოცველოს ადგილზე[1]. სწორედ ამის გამო ეკლესიის ზომები არ იყო დიდი, მისი პარამეტრები სულ - 18×13 მეტრია[3]. არქიტეტორმა ვ. პოპოვმა ეკლესია ააგო ფსევდორუსულ სტილში. 1910 წელს ეკლესიას დააშენეს ხის სამრეკლო. 1920-იან წლებში დასავლეთის მხარეს მიაშენეს ნართექსი.

ნაცისტური გერმანიის ოკუპაციის დროს ქალაქში ალექსანდრას ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს ბრძოლაში დაღუპული მართლმადიდებელი რუმინელი ჯარისკაცი[1]. კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავთან დაკავშირებით, 1988 წელს მოაოქროვეს გუმბათი[1].

წმინდა ალექსანდრას ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა. 2002 წელს ეკლესიასთან გაიხსნა მცირე მუზეუმი წინამძღვარ იოანე დომოვსკის სახელზე, რომელიც ალექსანდრე ნეველის ტაძარში მოღვაწეობდა[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство «NB», 2006. — С. 127—128. — ISBN 5-98155-014-7.
  2. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-24.
  3. Архив краеведа: Нахичеванские храмы. Официальный портал городской Думы и Администрации города. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-24.
  4. Александрийский храм в г. Ростов-на-Дону. ruist.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-25.