დონის როსტოვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონის როსტოვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
დონის როსტოვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია — რუსეთი
დონის როსტოვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
ფუნქციური სტატუსი დაკარგული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1880-1889

დონის როსტოვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (რუს. Церковь Успения Пресвятой Богородицы) — 1930-იან წლებში დანგრეული ტაძარი დონის როსტოვში. ეკლესია აღმართეს 1880-1889 წლებში. მდებარეობდა თანამედროვე მაქსიმ გორკის ქუჩისა და ეკლესიის შესახვევის გადაკვეთაზე[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის მიძინების ეკლესია დონის როსტოვში ააგეს 1764-1766 წლებს შორის. ეს იყო მესამე სასაზღვრო ბატალიონის ეკლესია. იგი მდებარეობდა ჯარისკაცების ციხესიმაგრეში ძველი კაზანის ეკლესიიდან ახლოს. 1977 წელს გენერალ-მაიორ გურიევის ინიციატივით ეკლესია დაშალეს და მისი მასალები კაზანის ეკლესიის რემონტისთვის გამოიყენეს[1].

XIX საუკუნის მეორე ნახევარში როსტოვში მიიღეს გადაწყვეტილება აეშენებინათ მიძინების ეკლესია იმპერატორ ალექსანდრე II-ის გამეფების 25 წლის აღსანიშნავად. თანხა ეკლესიის ასაშენებლად გამოჰყო ვაჭარმა ილია სტეფანეს ძე შუშპანოვმა და მისმა შვილმა საპატიო მოქალაქემ გავრილ ილიას ძე შუშპანოვმა. ეკლესიის საძირკველის საზეიმო ჩაყრა გაიმართა 1880 წლის 27 ივნისს. ეკლესიის მშენებლობა, სავარაუდოდ მიმდინარეობდა ქალაქის არქიტექტორების ვ. იაკუნინისა და ნ. სოკოლოვის ზედამხედველობის ქვეშ. ეკლესია აკურთხეს 1889 წლის დეკემბრის დასაწყისში. ეკლესიის ასაშენებელი ადგილი შეარჩიეს სიმბოლურად: ეკლესიის შესახვევის სამხრეთით მდებარეობდა დონის როსტოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი, ხოლო ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ააშენეს ქუჩის ჩრდილოეთ ნაწილში[1].

მიძინების ეკლესია ააშენეს გვიანი კლასიციზმის ტრადიციების გამოყენებით ნეორუსული ელემენტების გამოყენებით. ეკლესიას ჰქონდა ხუთი გუმბათი და ორსართულიანი სამრეკლო. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხი იყო ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, მარჯვენა (სამხრეთის) ნავი აკურთხეს გაბრიელ მთავარანგელოზის სახელზე. მარცხენა (ჩრდილოეთის) ნავი კი ნაკურთხია ანა წინასწარმეტყველის სახელზე. ეკლესიის ინტერიერი დაფარულია მხატვრობით, კანკელი მოზაიკითაა გაფორმებული. ეკლესიაში ინახება ხატი, რომელიც ეძღვნება იმპერატორ ალექსანდრე III-ის გადარჩენას სარკინიგზო კატასტროფაში 1888 წლის 17 ოქტომბერს. 1902 წელს ეკლესიასთან ააშენეს საეკლესიო სამრევლო სკოლა[1].

1928 წელს როსტოვის ხელისუფლებამ ეკლესია გადასცა სტაროობრიადელების თემს. 1930-იან წლებში ეკლესია დახურეს და დაანგრიეს. მის ადგილზე კი ააშენეს საცხოვრებელი სახლი როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის[2]. საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობა შემორჩენილია ჩვენს დრომდე, თუმცა ძლიერადაა გადაკეთებული[1].

2012 წელს მაქსიმ გორკის ქუჩის რეკონსტრუქციის პერიოდში მიძინების ტაძრის ყოფილი სასაფლაოს ადგილზე აღმოაჩინეს ორი საფლავი. ერთ-ერთი ვერსიით, გვამები შეიძლება ეკუთვნოდეს ეკლესიის დამაარსებელს გავრილ ილიას ძე შუშპანოვსა და მის ცოლს[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство «NB», 2006. — С. 37—39. — ISBN 5-98155-014-7.
  2. 2.0 2.1 Александр Оленев. (2012-12-11) Ростов может обрести своего святого (склепы на Горького - II). Вечерний Ростов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-09-02.