დონის როსტოვის სურბ-არუთიუნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონის როსტოვის სურბ-არუთიუნის ეკლესია
დონის როსტოვის სურბ-არუთიუნის ეკლესია — რუსეთი
დონის როსტოვის სურბ-არუთიუნის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°13′50″ ჩ. გ. 39°45′57″ ა. გ. / 47.23056° ჩ. გ. 39.76583° ა. გ. / 47.23056; 39.76583
რელიგიური კუთვნილება სომხეთის სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2011

დონის როსტოვის სურბ-არუთიუნის ეკლესია (რუს. Церковь Сурб Арутюн; სომხ. Սբ Հարություն եկեղեցի) — ეკლესია დონის როსტოვის ტერიტორიაზე. ეკუთვნის სომხეთის სამოციქულო ეკლესიას.

მისამართი: რუსეთი, ქალაქი დონის როსტოვი, ლევ ტოლსტოის მოედანი, № 2-В

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მონაცემებით დონის როსტოვში ცხოვრობს 41 550 სომეხი, რომელიც ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 3,4 % შეადგენს. ადგილობრივი მორწმუნე სომხების სულიერი საზრდოსათვის, 2001 წელს დონის როსტოვში დაღუპული ვ. კაზარიანის შვილიშვილის — არტურ კარაპეტიანის პატივსაცემად ააშენეს სურბ-არუთიუნის (წმინდა ამაღლების) ეკლესია. ეკლესია მდებარეობს ლევ ტოლსტოის მოედანზე, სადაც ადრე განთავსებული იყო სომხური საკათედრო ტაძარი - „სურბ-გრიგორ ლუსავორიჩი“ (გრიგორ განმანათლებლის ეკლესია), რომელიც დონის ნახიჩევანის სხვა ეკლესიებთან ერთად (წმინდა ნიკოგოსი, წმინდა მიძინება, წმინდა გიორგი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა აღდგომა...) დაანგრიეს საბჭოთა წყობილების პერიოდში.

ახალი ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 2005 წლის ოქტომბერში. მშენებლობა 2011 წელს დასრულდა, ხოლო მისი კურთხევა მოახდინა სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ 2011 წლის 29 მაისს. თავდაპირველად განხილებოდა, რომ ტაძარი ეკურთხებინათ გრიგორ განმანათლებლის სახელზე, მაგრამ საბოლოოდ წმინდა ამაღლების სხელზე აკურთხეს.

ეკლესია ააგეს მეცენატების შემოწირულობის ხარჯზე. ძირითადი ფინანსები გაიღო რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ფედერალურ კრებაში სააკ კარაპეტიანმა[1] და შრომის III ხარისხის მედლის კავალერმა, ეკლესიის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, კომპანია „АРДТ-7“-ის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ კაზარიანმა[2].

ტაძრის სიმაღლეა 40 მეტრი დაერთდროულად შეუძლია დაიტიოს 300 მლოცველი. ეკლესიის წინ გასასვლელი კარების ორივე მხარეს სომხური ხაჩქარებია აღმართული, რომლებიც დაფარულია ვარდისფერი ტუფის ქვისაგან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]