დონის როსტოვის რკინიგზელთა კულტურის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რკინიგზელთა კულტურის სასახლე
რუს. Дворец культуры железнодорожников
კოორდინატები 47°13′11″N 39°41′07″E / 47.2198° ჩ. გ. 39.6854° ა. გ. / 47.2198; 39.6854
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი მიხაილ კონდრატიევი, ლეონიდ ებერგი
ტიპი კონსტრუქტივიზმი, საბჭოთა მონუმენტალური კლასიციზმი
დაწყების თარიღი 1924
დასრულების თარიღი 1927
გახსნის თარიღი 1928

რკინიგზელთა კულტურის სასახლე (რუს. Дворец культуры железнодорожников) — დონის როსტოვის კულტურის სასახლე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წლის დასაწყისში ვლადიკავკაზის რკინიგზელთა პროფესიული კავშირი დონის როსტოვში გამოვიდა ინიციატივით აეშენებინათ შრომის სასახლე „პროლეტარიატის ბელადის“ ვლადიმერ ლენინის პატივისცემის ნიშნად (ასევე ეწოდება ლენინის სახელობის მუშათა სასახლე, რის გამოც შემოკლებით ზოგჯერ უწოდებენ „Лендворец-ს“[1]).

კულტურის სახლის მშენებლობისთვის ადგილი შემთხვევით არ შეურჩვიათ. სწორედ ამ ადგილზე 1905 წლის დეკემბერში სახალხი რაზმმა, რომელიც შედგებოდა ვლადიკავკაზის რკინიგზის მუშებისაგან, 13-დამ 20 დეკემბრამდე ალყაში მოაქცია სამეფო ძალები და კაზაკები.

1924 წლის 3 მაისს საფუძველი ჩაუყარეს რკინიგზელთა კულტურის სასახლიის მშენებლობას. მშენებლობა წარიმართა სწრაფი ტემპით და უკვე 1927 წლის 6 ნოემბერს მოხდა მისი საზეიმო გახსნა. პროექტის ავტორები იყვნენ არქიტექტორი მიხაილ კონდრატიევი და ლეონიდ ებერგი.

პირველი დამთვარიელებლები სასახლემ მიიღო 1928 წელს. ამ მომენტიდან რკინიგზელთა ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიებები და საზეიმო საღამოები იმართებოდა სასახლის დარბაზებში. 1934 წელს რკინიგზელები სწორედ ამ სასახლეში შეხვდნენ მიხეილ შოლოხოვს. 1941 წელს შრომის სასახლეში ჩამოყალიბდა 339-ე როსტოვის მსროლელთა დივიზიის, 1135-ე მსროლელთა პოლკი.

მეორე მსოფლიო ომის დროს სასახლე ნაწილობრივ დაინგრა. მისი აღდგენის პროექტი შეიმუშავა არქიტექტორმა ზოია პოჩენცოვა-ორლინსკაიამ. აღდგენითი სამუშაოები დასრულდა 1957 წელს. 1960 წელს გაიხსნა რკინიგზელთა მუზეუმი, ხოლო 1961 წელს ისტორიის, რელიგიისა და ათეიზმის მუზეუმი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]