დონის როსტოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონის როსტოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

ეკლესია 1920 წელს

დონის როსტოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია — რუსეთი
დონის როსტოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1822

დონის როსტოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Святого Николая) — ამჟამად დანგრეული მართლმადიდებლური ეკლესია დონის როსტოვში. ეკლესია ააგეს 1822 წელს. მდებარეობდა ნიკოლსკის (ამჟამად სოციალისტურ ქუჩაზე). 1930-იან წლებში ეკლესია დაანგრიეს[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის ინტერიერი

1822 წელს დონის როსტოვის ნიკოლსკის ქუჩაზე ააგეს მცირე ხუთგუმბათიანი ეკლესია. ეკლესიის მამასახლისი გარკვეული პერიოდით იყო როსტოველი ვაჭარი ივანე თევდორეს ძე ნეფიოდოვი (მიხაილოვი), რომელმაც მისი კეთილმოწყობისათვის გაიღო საკუთარი სახსრები. XIX საუკუნის შუა წლებში მიიღეს ეკლესიის გაფართოების გადაწყვეტილება. რეკონსტრუქციის პროექტი მზად იყო 1854 წელს და იგი შეასრულა ტიტულარულმა მრჩეველმა ლიკოვმა. 1856 წლის 27 სექტემბერს პროექტი დაამტკიცა იმპერატორმა და დაიწყო ეკლესიის გაფართოების სამუშაოები. 1860 წელს სამუშაოები დასრულდა. მთავარი საკურთხევლი ნაკურთხი იყო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, მარჯვენა (სამხრეთის) საკურთხეველი უფლის მირქმის სახელზე, ხოლო მარცხენა (ჩრდილოეთის) - ღვთისმშობლის მიძინების სახელზე[1].

ეკლესიის ძირითადი არქიტექტურული ელემენტი იყო ხუთთავიანი გუმბათი. ეკლესიის შიდა კედლები მოხატული ყოფილა ზეთოვანი საღებავით. ეკლესიის სიწმინდეები იყო მაცხოვრისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხატები[1].

1895 წელს ეკლესიასთან გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. ნიკოლსკის ეკლესიის მომღერალთა ქორო ცნობილი იყო არამარტო როსტოვში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. იგი მოქმედებდა 1912 წლამდე[1].

1927 წელს ეკლესია გადაეცა ობნოვლენცების მოძრაობას. 1930-იანი წლების დასაწყისში ეკლესია დახურეს, ხოლო 1936 წელს მთლიანად დაანგრიეს. ეკლესიის ადგილზე ააგეს № 55 საშუალო სკოლის შენობა[1].

2000 წელს სკოლის ფასადზე დაკიდეს მემორიალური დაფა წარწერით:

ვიკიციტატა
„ამ ადგილზე 1931 წლამდე იდგა ნიკოლოზ განმანათლებლისა და სასწაულთმოქმედის ეკლესია, რომელიც აკურთხეს 1861 წელს. დაფა დაკიდეს ქრისტეს შობიდან 2 000 წლის თავზე.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство «NB», 2006. — С. 33—34. — ISBN 5-98155-014-7.
  2. Постановление от 26 апреля 2000 г. № 1040 о присвоении почетных званий, установке мемориальных досок, переименовании проспекта Октября. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-16. ციტირების თარიღი: 2013-11-12.