დონის როსტოვის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
დონის როსტოვის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — რუსეთი
დონის როსტოვის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) გ. ვასილევი
თარიღდება 1872-1873

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (რუს. Церковь Иоанна Предтечи) — მართლმადიდებლური ტაძარი დონის როსტოვში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1872-1873 წლებში გ. ვასილევის პროექტის მიხედვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ როსტოვის მცხოვრებლებისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი ცნობილი იყო როგორც ძველი ეკლესია. იოანე ნათლისმცემლის სახელი ტაძარს მიენიჭა 1872 წლის 6 ივლისს, რომელიც მდებარეობდა ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ე. წ „არაკეთილსინდისიერ გარეუბანში“ ეკლესიის ქუჩა ნომერ ორში (ამჟამად სობინოს ქუჩა) ტაძარი აკურთხეს 1873 წლის 24 ივნისს. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა ადგილობრივი ვაჭრის მოსე იაკოვლევის ძე გორბენკოს შეწირულობით. არქიტექტორი იყო გ. ნ. ვასილევი.

სამსაკურთხევლიან იოანე ნათლისმცელის სახელობის ტაძარს ჰქონდა ორი სამლოცველო ერთ-ერთი იყო ეთიოპიელი ქრისტიანი წმინდანი მეუფის მოსე მურინის სახელობის. ტაძარი იყო ხის, რომელიც იდგა ქვის ფუნდამენტზე. 1880 წელს ტაძართან ააშენეს აგურის სახლი მღვდლებისათვის, ხოლო 1885 წელს აშენდა ერთსართულიანი შენობა საეკლესიო სამრეკლო სკოლა.

იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის სიახლოვეს მოედანზე განთავსებული იყო ტემერნიცკის ბაზარი. 1905 წლის პირველი რუსული რევოლუციის დროს აღნიშნული ბაზარი გადაიქცა ბრძოლებს ადგილად, სადაც აშენდა ბარიკადები. 1917 წელს ტერმენიცკის ბაზარზე ვაჭრობდნენ იარაღით და სამხედრო აღჭურვილობით.

1913 წელს 18 აპრილის ღამეს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი ხანძარმა გაანადგურა. მის ადგილზე მოეწყო დროებით ხის სამრეკლო, ხოლო სამრევლოს სკოლის შენობა გადაკეთდა სამღვდლო-სახლად თავისივე საკურთხეველით.

სამოქალაქო ომის შემდეგ 1924 წელს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის დარჩენილ ნანგრევებზე დაიწყეს ლენინის სახელობის შრომის სასახლის მშენებლობა. 1927 წლის 6 ნოემბერს ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის ათი წლის თავზე სასახლის მშენებლობა დასრულდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სასახლე დაიწვა, რომელიც 1960 წელს აღადგინეს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]