დონის როსტოვის ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედების სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონის როსტოვის ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედების სასახლე
Дворец творчества детей и молодёжи
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ალექსეი ბეკეტოვი
დასრულების თარიღი 1936

დონის როსტოვის ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედების სასახლე (რუს. Дворец творчества детей и молодёжи) — რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც აერთიანებს 11 000 მოსწავლეს და ახალგაზრდას 8-დან 18 წლამდე. სასახლეში მუშაობს დაახლოებით 300 პედაგოგი. მდებარეობს ქალაქ დონის როსტოვში[1], ვოლგო-კამის ბანკის ყოფლ შენობაში, დიდი სადოვაიის ქუჩა № 55.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წლის 23 მაისს დონის როსტოვში გაზეთის შესახვევისა და დიდი სადოვაიის (მაშინ ენგელსის) ქუჩის გადაკვეთაზე მოხდა პიონერებისა და ოქტომბრელების სასახლის (ცენტრის ძველი სახელწოდება) საზეიმო გახსნა. სასახლემ დაიკავა ვოლგა-კამის ბანკის შენობა, რომელიც დააპროექტა არქიტექტორმა ალექსი ნიკოლოზის ძე ბეკეტოვმა.

1936 წლის შემოდგომაზე მუშაობა დაიწყო სასახლის ორმა განყოფილებამ: სასწავლო-ტექნიკურმა და სამხატვრო განყოფილებებმა. 1937 წელს გაიხსნა ნატურალისტიკის განყოფილება; 1938 წელს - სამხედრო-სპორტული განყოფილება; 1939 წელს - მასობრივ-პოლიტიკური განყოფილება. ამგვარად, 1940 წლისათვის ჩამოყალიბდა პიონერთა სასახლის ძირითადი სტრუქტურა: იგი სერთო ჯამში აერთიანებდა 40 წრეს, სტუდიას, ლაორატორიასა და სამხატვრო კოლექტივს.

დიდი სამამულო ომის პერიოდში (1941-1945 წწ.) პიონერთა სასახლის წრეებისა და სექციების მუშაობა შეჩერდა, მაგრამ მხოლოდ გერმანელთა ძალების მიერ ქალაქის ოკუპაციის პერიოდში. სასახლის ბევრი პედაგოგი გაემგზავრა ფრონტის ხაზზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველივე წლებში მუშაობა აღადგინა პიონერთა სასახლის თითქმის ყველა ადრე მოქმედმა წრეებმა და სექციებმა.

ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებას შეუდგა: მუსიკალური სტუდია, სკოლამდელთა ასაკისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეთა კლუბი „ვარსკვლავი“, საერთაშორისო მეგობრობის კლუბი, ქალაქის პიონერთა შტაბი „Горн“-ი, უფროსკლასელ კომკავშირელთა შტაბი „მღელვარე გული“.

1970-1980-იან წლებში სასახლეში გაიხსნა დონის პიონერთა კლუბის „პიონერის ხმის“ ისტორიის მუზეუმი, კლუბი „ნორჩი მედიკოსი“, „ნორჩი მფრინავი“ და „ნორჩი მეზღვაური“, მოეწყო „ცოცხალი კუთხე“, ჩამოყალიბდა სასახლის პიონერთა ფლოტილია.

მდინარე დონის მარცხენა ნაპირზე გაიხსნა პიონერთა და კომკავშირელთა აქტივის საქალაქო ბანაკი „ვერცხლის მილი“. დაღუპული ჯარისკაცების მემორიალური კომპლექსის მახლობლად, მუდმივ ცეცხლთან, ფრუნზეს სახელობის პარკში მოეწყო პიონერ-კომკავშირელთა პოსტი № 1.

ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო ახალგაზრდების სასწავლო საზოგადოების, შემდეგში - დონის ახალგაზრდა მკვლევართა მეცნიერების აკადემია. სასახლეში ყოველწლიურად იმართებოდა ახალგაზრდა მკვლევართ კონფერენციები. დასრულდა რუსეთის ფლოტის უზეუმის „საზღვაო დიდების“ ფორმირება.

1991 წელს პიონერთა სასახლეს ეწოდა დონის როსტოვის ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედების სასახლე. 1990-იანი წლების ფინანსური კრიზისის პერიოდში სასახლის თანამშრომლებმა არა მარტო გადაარჩინეს სასახლის სტრუქტურა, არამედ გახსნეს კიდეც მუზეუმი: „დონის მხარის მუზეუმი“ და „მამულის ნორჩ დამცველთა მუზეუმი“. აქვე გაიხსნა პირველი საზაფხულო სკოლა „იმედი“[2].

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლეში ფუნქციონირებს ათი განყოფილება[3]:

  • სამხედრო-პატრიოტული განყოფილება
  • მუსიკალური სტუდია
  • გამოყენებითი ხელოვნების განყოფილება
  • სოციალური შემოქმედების განყოფილება
  • სამხატვრო განყოფილება
  • ეკოლოგიური განყოფილება
  • ბავშვთა და მოზარდთა სოციალური ინიციატივების განვითარების ცენტრი
  • ფსიქოლოგიური სამსახური
  • ცენტრი „საჩუქარი“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дворец творчества детей и молодежи Ростова-на-Дону - ведущий детский центр страны. www.ug.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-27.
  2. О Дворце - ДТДМ. dtdm-rostov.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-08. ციტირების თარიღი: 2017-02-27.
  3. Дворец творчества детей и молодежи на Большой Садовой, Ростов-на-Дону. www.kidsreview.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-27.