დონის როსტოვის ამაღლების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამაღლების ტაძარი
დონის როსტოვის ამაღლების ტაძარი — რუსეთი
დონის როსტოვის ამაღლების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°14′20″ ჩ. გ. 39°43′00″ ა. გ. / 47.23889° ჩ. გ. 39.71667° ა. გ. / 47.23889; 39.71667
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) გრიგორ ვასილევი
თარიღდება 1910-1913
დეტალები
გუმბათი 1

ამაღლების ტაძარი (რუს. Храм Вознесения Господня) — მართლმადიდებლური ტაძარი დონის როსტოვში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1910-1913 წლებში. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა ვაჭრების გერასიმოვის, მიასნიკოვისა და საფონოვის დაფინანსებით და არქიტექტორ გრიგორ ვასილევის პროექტის მიხედვით[1]. ძეგლს აქვს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1892 წელს, ქოლერის ეპიდემიის შემდეგ ქალაქგარეთ დააარსეს სასაფლაო რომელსაც უწოდეს „საძმო სასაფლაო“. იგი გახდა ყველაზე დიდი სასაფლაო დონის როსტოვში. თავდაპირველად იქ პატარა სამლოცველოც კი არ იდგა[1].

1891-1908 წლებში ახალი ბაზრის მოედანზე მიმდინარეობდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მშენებლობა. ამავე პერიოდში აშენდა დროებითი ქვის ეკლესია სერგეი ზაგოსკინის პროექტის მიხედვით. ტაძრის კურთხევის შემდეგ გადაწყდა, რომ არ დაენგრიათ ეს ეკლესია, დაეშალათ და გადაეტანათ საძმო სასაფლაოზე და იქ აეშენებინათ ახალი ეკლესია[1].

ტაძრის გადატანა მოხდა გერასიმოვის, მიასნიკოვისა და საფონოვის სახსრებით. ტაძრის მშენებლობა მიდიოდა ქალაქის არქიტექტორის გრიგორ ვასილევის ხელმძღვანელობით[1].

ტაძარი აგებულია ნეობიზანტიურ და ნეო-რუსულ სტილში. თავდაპირველად ტაძარს ჰქონდა ერთი დიდი და ოთხი პატარა გუმბათი. ფასადის გასაფორმებლად გამოიყენებოდა აგურის პირნაკეთობა. დასავლეთის შესასვლელს თავზე ხის სამრეკლო ედგა. ტაძრის ზომებია 38X20 მ[1].

1929 წელს ეკლესია დახურეს და გადააკეთეს „დინამოს“ სტადიონის საწყობად. 1933 წელს მრევლის მიმართვის შემდეგ ეკლესიაში ღვთისმსახურება კვლავ აღსდგა. 1937 წელს ეკლესია ხელმეორედ დახურეს. 1930-40-იან წლებში სამრეკლო და გუმბთი ჩამოინგრა. 1942 წელს გერმანელთა ოკუპაციის დროს ეკლესია კვლავ აღადგინეს. ტაძრის ოფიციალური გახსნა მოხდა 1946 წელს და ამ დღიდან მოყოლებული ეკლესია მოქმედია[3].

1990-იანი წლების ბოლოს ეკლესიას ჩაუტარდა რესტავრაცია, რომლის დროსაც აღადგინეს სამრეკლო და გუმბათი. 2000-იანი წლების ბოლოს მოხდა ეკლესიის შიდა სივრცის რესტავრაცია[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство «NB», 2006. — С. 73—75. — ISBN 5-98155-014-7.
  2. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
  3. 3.0 3.1 История прихода. hram-voznesenie.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-19. ციტირების თარიღი: 2013-09-01.