დონის ნახიჩევანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დონის ნახიჩევანის წმინდა გიორგის ეკლესია
Нахичевань на Дону церковь Сурб Геворг.png
დონის ნახიჩევანის წმინდა გიორგის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°17′23″ ჩ. გ. 39°43′57″ ა. გ. / 47.28972° ჩ. გ. 39.73250° ა. გ. / 47.28972; 39.73250
რელიგიური კუთვნილება სომხეთის სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1783-1787

დონის ნახიჩევანის წმინდა გიორგის ეკლესია (რუს. Церковь Св. Георгия; სომხ. Սուրբ Գևորգ եկեղեցի) — ყოფილი ეკლესია დონის ნახიჩევანის ტერიტორიაზე. მიეკუთვნებოდა სომხეთის სამოციქულო ეკლესიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობის დაწყება თითქმის დაემთხვა წმინდა თეოდორეს ეკლესიის მშენებლობას და მიმდინარეობდა 1783-1787 წლებში. წმინდა გიორგის ხის ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1783 წელს ქალაქის დასავლეთ ნაწილში, ორი მოსაზღვრე ქალაქის როსტოვისა და ნახიჩევანის საზღვარზე. ეკლესიის მშენებლობის დასრულების შემდეგ 1787 წლის 5 დეკემბერს ეკლესია აკურთხა იოსებ არღუთინსკიმ.

თავდაპირველად ქალაქში იყო ხის ეკლესია. ქვის ერთგუმბათიანი სამრეკლოიანი ეკლესია ააგეს XIX საუკუნეში და ამავე საუკუნეში მოახდინეს მისი ორგზის რესტავრაცია. 1852-1853 წლებში მისი რესტავრაცია მიმდინარეობდა დონის ნახიჩევანელი, მეორე გილდიის ვაჭრის მ. ერეცფოხანიანის დაფინანსებით. მეორედ რესტავრაცია ჩაუტარდა 1892 წელს.

თავდაპირველად სამრევლო სკოლა ეკლესიასთან არ იყო. იგი მხოლოდ 1918 წელს გადმოიტანეს ნოვოჩერკასკიდან.

ქვის ეკლესიის ინტერიერში ბევრი ქვის ხაჩქარი იყო. ეკლესიაში ყირიმიდან გადმოიტანეს ხელნაწერი წიგნები და საწინამძღვრო ჯვარი.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან ფუნქციონირებდა ქორო რომანოს მელიქიანის ხელმძღვანელობით.

1930-იან წლებში ეკლესია დახურეს და მალევე თითქმის მთლიანად დაშალეს. წმინდა გიორგის ეკლესიის ნაშთები საბოლოოდ გაანადგურეს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вартанян В. Г., Казаров С.С. Армянская-Апостольская Церковь на Дону // Ростов н/Д., 2001.
  • Малаховский Е. И., Лаптев Г.Ф. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону, утраченные и существующие // Ростов-на-Дону, АКРА, 2003.
  • Шахазиз Е. Новый Нахичеван и новонахичеванцы. Перевод с армянского Ш. М. Шагиняна // Ростов-на-Дону, 1999.
  • Сидоров В. Энциклопедия старого Ростова и Нахичевани-на-Дону. Ростов-на-Дону, 1996, т. 4.
  • Халпахчьян О. X. Архитектура Нахичевани-на-Дону // Ер., 1988.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]