დონის ნახიჩევანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონის ნახიჩევანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია XIX საუკუნის ბოლოს

დონის ნახიჩევანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია — რუსეთი
დონის ნახიჩევანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°13′32″ ჩ. გ. 39°46′03″ ა. გ. / 47.22556° ჩ. გ. 39.76750° ა. გ. / 47.22556; 39.76750
რელიგიური კუთვნილება სომხეთის სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1780

დონის ნახიჩევანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (რუს. Церковь Успения Божией Матери; სომხ. Սուրբ Աստվածածին եկեղեցի) — პირველი სომხური ეკლესია დონის ნახიჩევანში (ამჟამად დონის როსტოვის პროლეტარის რაიონის შემადგენლობაშია)[1]. ეკლესია დაანგრიეს 1930-იან წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხის სომხური ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელზე უკვე აგებულია 1780 წელს, ანუ ქალაქის დაარსების მომდევნო წელს. ამ ტაძარში ხდებოდა სხვა სომხური ეკლესიების საძირკველში ჩასატანებელი ქვების კურთხევა. 1781 წლის 14 აპრილს საზეიმოდ აკურთხეს ოთხი ქვა, რომელიც შემდეგ დააყენეს ქალაქის ოთხივე კუთხეში. იოსებ არღუთაშვილ-მხარგრძელის (არჩეული, მაგრამ არაინტრონიზებული სრულიად სომეხთა კათოლიკოსი) ხელნაწერის, „დავთარის“ მიხედვით ახალი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1781 წელს და მისი მშენებლობა დასრულდა არაუგვიანეს 1787 წლისა. მესამე ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1819 წლის 18 მაისს[1].

ეკლესია მდებარეობდა 1-ლი უსპენსკაიას (ამჟამად პროლეტარის) ქუჩაზე, იქ სადაც ამჟამად საცხოვრებელი სახლი № 2 მდებარეობს. სამტრაპეზიანი ტაძარის გეგმას თავდაპირველად ჰქონდა სწორკუთხა ჯვრის ფორმა. ტაძრის ცენტრალური სივრცის თავზე აღმართული იყო გუმბათი. სამხრეთისა და ჩრდილოეთის შესასვლელები გაფორმებული იყო ოთხსვეტიანი ტოსკანური პორტიკებით. ცენტრალური (დასავლეთის) გასასვლელის თავზე დაშენებული იყო სამრეკლო, რომელიც ჩამოინგრა 1850-იან წლებში. 1856 წელს, არქიტექტორ ნ. მურატოვის პროექტის მიხედვით ეკლესია გააფართოვეს. მიამატეს ახალი დეტალები დასავლეთის შესასველის სამრეკლოს მხარეს.

ტაძართან მოქმედებდა პატარა სომხური სასაფლაო, სადაც დაკრძალულნი იყვნენ ცნობილი ნახიჩევანელები. კერძოდ, აქ დაკრძალულნი იყვნენ ქველმოქმედები: ჰოვანეს პოპოვი და სტეფან ნატალიანი. ეკლესიასთან მოქმედებდა სასწავლებელიც[1].

1930-იან წლებში ეკლესია დახურეს და მალევე დაანგრიეს. ეკლესიასთან არსებული სასწავლებლის ბაზაზე გაიხსნა № 12 სკოლა, რომლისთვისაც ააგეს ახალი შენობა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შენობა გააფართოვეს და აქ განათავსეს № 12 პროფესიული სასწავლებელი[1].


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство «NB», 2006. — С. 105—107. — ISBN 5-98155-014-7.