დონის ნახიჩევანის სურბ-ამბარცუმის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დონის ნახიჩევანის სურბ-ამბარცუმის ეკლესია
დონის ნახიჩევანის სურბ-ამბარცუმის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის ნახიჩევანი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1781-1783

დონის ნახიჩევანის სურბ-ამბარცუმის ეკლესია (რუს. Церковь Сурб Амбарцум) — ამჟამად დანგრეული სომხური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მდებარეობდა დონის ნახიჩევანში (ამჟამად დონის როსტოვის პროლეტარის რაიონის ნაწილი). ეკლესია ააგეს 1783 წელს. დაანგრიეს 1930-იანი წლების ბოლოს. ეკლესია მდებარეობდა ამაღლების ქუჩაზე (ამჟამად რიაბიშევის ქუჩა), 34-ე და 36-ე ხაზებს შორის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვის ამაღლების ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1781 წლიდან 1783 წლამდე. მთავარეპისკოპოსმა საზეიმო კურთხევის ცერემონია ჩაატარა 1783 წლის 27 აგვისტოს. ტაძარი იყო მცირე სამრევლო ეკლესია ნახევარწრული აფსიდით, სვეტებზე დაყრდნობილი გუმბათით და კარიბჭეზე დაშენებული სამრეკლოთი. სამი კარი გაფორმებული იყო კოლონებით. ფასადი კი გაფორმებული იყო ლაკონიური კლასიკური დეკორით, მას დამატებული ჰქონდა კლასიკური თამასები და კარნიზები. დამახასიათებელი არქიტექტურული დეტალი იყო კედელში ჩაშენებული ხაჩქარი. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ფასადზე მდებარეობდა, თარიღდება 1439 წლით. ეკლესიასთან მოქმედებდა სომხური სასულიერო სასწავლებელი.

1799 წელს ეკლესიას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. მთავარი საკურთხეველი ააგეს ვაჭარ მატვეი ქრისტეფორეს ძე შორბარონოვის სახსრებით. 1863 წლიდან 1868 წლებში ეკლესია კიდევ ერთხელ გაარემონტეს, მაგრამ ახლა უკვე მრევლის მიერ შემოწირული სახსრებით. 1879 წელს ეკლესია გაძარცვეს, გაიტაცეს ყველა საეკლესიო ფასეულობა და ჭურჭელი. 1882 წლისათვის გატაცებული ფასეულობების აღდგენა მოხერხდა.

1898 წლის 6 ივნისს დონის ნახიჩევანის საქალაქო სამმართველოს თხოვნით მიმართა ამაღლების ეკლესიის ქტიტორმა ეგორ ქრისტეფორეს ძე ალახანოვმა. იგი ითხოვდა სახსრების გამოყოფას მომდევნო სარემონტო სამუშაოებისათვის. ამ მოთხოვნის პასუხად ქალაქის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება 2 000 რუბლი გამოყოფის შესახებ, მაგრამ ეს მოხდებოდა მომდევნო 1899 წელს. ქალაქის სათათბირომ დაამტკიცა ადმინისტრაციული საბჭოს დასკვნა. ამავდროულად შეიქმნა სამეურვეო საბჭო თანხის შეგროვების ორგანიზებისათვის. 1898-1899 წლებში ეკლესიის საემონტო-აღდგენითი სამუშაოები დასრულდა[1].

ღვთისმსახურება გაგრძელდა 1936 წლამდე. 18 აგვისტოს ქარიშხალმა ეკლესიას სახურავი გადახადა. ქარიშხლის შემდეგ ეკელსია დახურეს, ჯერ რემონტისათვის, შემდეგ კი საბოლოოდ. ეკლესია დაშალეს, ხოლო სასულიერო სასწავლებელი გადააკეთეს სატყეო სკოლად. 1942 წელს ქალაქის გერმანული ოკუპაციის დროს გერმანელი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის გამო ვერმახტის ჯარისკაცებმა სკოლის ეზოში დახვრიტეს რამდენიმე უდანაშაულო ადგილობრივი მაცხოვრებელი[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Церковь Сурб Амбарцум (Нахичевань-на-Дону). Энциклопедия фонда Хайзаг. ციტირების თარიღი: 2017-03-06.
  2. Нахичеванские храмы. Донской временник. ციტირების თარიღი: 2017-03-06.