დონის ნახიჩევანის გრიგორ განმანათლებლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონის ნახიჩევანის გრიგორ განმანათლებლის ეკლესია

ეკატერინე II-ის ძეგლი ეკლესიის მოედანზე

დონის ნახიჩევანის გრიგორ განმანათლებლის ეკლესია — რუსეთი
დონის ნახიჩევანის გრიგორ განმანათლებლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°13′51″ ჩ. გ. 39°45′51″ ა. გ. / 47.23083° ჩ. გ. 39.76417° ა. გ. / 47.23083; 39.76417
რელიგიური კუთვნილება სომხეთის სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ივან სტაროვი
ხუროთმოძღვრული სტილი რუსული კლასიციზმი
თარიღდება 1783-1807

დონის ნახიჩევანის გრიგორ განმანათლებლის ეკლესია (რუს. Собор Григория Просветителя; სომხ. Սուրբ Գրիգոր Լուսավորիչ տաճար) — უდიდესი სომხური ეკლესია დონის ნახიჩევანში (ამჟამად დონის როსტოვის პროლეტარის რაიონის შემადგენლობაშია)[1]. ააშენეს 1783-1807 წლებში რუსული კლასიციზმის სტილში, სავარაუდოდ ივან სტაროვის პროექტის მიხედვით. ტაძარი აგებული იყო წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელზე. 1930-იან წლებში ტაძარი დახურეს, ხოლო 1960-იან წლებში დაანგრიეს. ეკლესიის ადგილზე კი ააშენეს კულტურის სახლი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ეკლესია წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელზე ააგეს დონის ნახიჩევანის ბაზრის რაიონში. საკათედრო ტაძრის საძირკვლის პირველი ქვა ჩადეს 1783 წელს. იგი მდებარეობდა ქალაქ დონის ნახიჩევანის ცენტრალურ მოედანზე. როსტოველი მხარეთმცოდნეების მიხედვით, ტაძრის პროექტი შეიმუშავა დონის ნახიჩევანის გენერალური გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა ივან სტაროვმა[1], რომელსაც აშენებული ჰქონდა ტავრიდული სასახლე სანქტ-პეტერბურგში. მისი მშენებლობა გაგრძელდა 24 წელი და მხოლოდ 1807 წელს მოხდა მისი კურთხევა[2].

სამნავიანი ტაძარი აგებული იყო რუსული კლასიციზმის სტილში[3], მისი არქიტექტურა ეხმიანებოდა დონის როსტოვის სურბ-ხაჩის ეკლესიის არქიტექტურულ სტილს. ტაძარი ჯვრის გეგმისა იყო. ეკლესიის მთავარი ნაგებობა სრულდებოდა მასიური გუმბათით. ეკლესიას სამი შესასვლელი ჰქონდა. მთავარი შესასვლელის მხრიდან მშენებული იყო სამსართულიანი სამრეკლო საათით.

ტაძრის ინტერიერი მორთული იყო ხაჩქარებით, რომლებიც სომეხმა გადმოსახლებულებმა გამოიყოლეს ყირიმიდან[3].

გრიგორ განმანათლებლის ეკლესია იყო მოედნის მთავარი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა[3]. ეკლესიიდან იწყებოდა ქალაქის ქუჩების ნუმერაცია. მოედანს, სადაც მდებარეობდა ეკლესია, ეწოდა „ეკლესიის მოედანი“. 1894 წელს ეკლესიის მოედანზე, ეკლესიის წინ ააგეს ეკატერინე II-ს ძეგლი[2].

1930-იან წლებში ეკლესია დაიხურა ღვთისმსახურებისათვის. გუმბათი და სამრეკლო დაშალეს და შენობაში განათავსეს ბავშვთა ტექნიკური სადგური. ეკლესია კვლავ გაიხსნა 1942 წელს გერმანული ოკუპაციის დროს და მოქმედებდა 1950-იანი წლების ბოლომდე[2]. 1960-იან წლების შუა წლებში ეკლესია დაანგრიეს[1] და მის ადგილზე კულტურის ცენტრი ააშენეს[2].

რელიქვია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეკლესიაში ინახებოდა VI საუკუნის სომხური ხაჩქარი სურბ-ხაჩი. ტაძრის დახურვის შემდეგ ხაჩქარი გადაიტანეს წმინდა კარაპეტის ეკლესიაში[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Кукушин B. C. Исчезнувшие навсегда // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Евгений Иванович Малаховский. Нахичеванские храмы. Донской временник. ციტირების თარიღი: 2013-08-25.
  3. 3.0 3.1 3.2 Любовь Феоктистовна Волошинова. Первый архитектор Нахичевани. Донской временник. ციტირების თარიღი: 2013-09-13.
  4. Светлана Хачикян. Хачкар Сурб Хач вновь в Сурб Хаче. Нахичеванские вести. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-09-15.