დონეცკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დონეცკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
დაარსდა 2005
მდებარეობა დონეცკი, როსტოვის ოლქი
დირექტორი გალინა ბონდარენკო

დონეცკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Донецкий историко-краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ დონეცკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 2005 წელს. მისი სრული სახელწოდებაა „კულტურის მუნიციპალური საბიუჯეტო განყოფილება დონეცკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი“[1].

მუზეუმის მისამართი: 346330, როსტოვის ოლქი, ქალაქი დონეცკი, მშვიდობის პროსპექტი № 21.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონეცკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი გაიხსნა 2005 წლის აგვისტოში ქალაქ დონეცკის 50 წლისთავთან დაკავშირებით. ქალაქი დააარსეს დონელმა კაზაკებმა 1681 წელს, მაგრამ თანამედროვე სახელწოდება მიიღო 1955 წელს ჩრდილოეთის დონეცის ნაპირზე მდებარეობის გამო.

ქალაქ დონეცკის მთელი ისტორია ასახულია მუზეუმში. დონეცკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი შედგება ცხრა საექსპოზიციო დარბაზისაგან, სადაც თავმოყრილია დონელი კაზაკების კუთვნილი ძველი ნივთები, ფოტოები, დოკუმენტები, წიგნები და საყოფაცხოვრებო საგნები. დარბაზი „საბრძოლო დიდება“ წარმოგვიდგენს იმ დონელი მეომრების სახელებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომში, ასევე იმ სამხედრო-ინტერნაციონალისტების სახელები, რომლებიც დაიღუპნენ ავღანეთში. ვიტრინებში წარმოდგენილია ფოტოები, ჯილდოები, დოკუმენტები, პირადი ავეჯი და სხვა ნივთები. დარბაზებში „კაზაკების კურენი“ და „კაზაკების ყოფაცხოვრება“ წარმოდგენილია XVIII საუკუნის ბოლოსი და XIX საუკუნის დასაწყისის კაზაკების ცხოვრების ელემენტები. დარბაზი „კოსმონავტიკა“ მნახველს აცნობს ქალაქის მუდმივ მაცხოვრებელს კოსმონავტ იური უსაჩევს. დარბაზში წარმოდგენილია მისი პირადი ნივთები, სამუშაო ტანსაცმელი, სკაფანდრი, შლემი და სხვ. უსაჩევმა განახორციელა ოთხი გაფრენა კოსმოსში.

ქალაქის მრეწველობა და მისი ისტორია წარმდგენილია დარბაზში „ქალაქთმშენებლობა“, „მსუბუქი მრეწველობა“, „ქვანახშირის მრეწველობა“. დარბაზში „დონის მხარის ბუნება“ წარმოდგენილია ცხოველების, მელიის, კურდღლის, ენოტისებური ძაღლის და ზღარბის ფიტულები. ფრინველებიდან – იხვის, წინტალების, თეთრი გედის და სხვათა ფიტულები. ახალ ექსპოზიციებს, გამოფენებს, მოსახლეების კოლექციებს წარმოადგენენ „საგამოფენო“ დარბაზში.

„საგამოფენოში“ იმართება მუზეუმის მასობრივი ღონისძიებები, ლექციები, სამუზეუმო გაკვეთილები, პრეზენტაციები, თემატიკური და მუსიკალური საღამოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]