დონა სამერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დონა სამერი

1977 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლადონა ადრიან გეინსი
დაბ. თარიღი 31 დეკემბერი, 1948
დაბ. ადგილი ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
გარდ. თარიღი 17 მაისი, 2012 (63 წლის)
გარდ. ადგილი ნეიპლსი, ფლორიდა, აშშ
დასაფლავებულია Harpeth Hills Memory Gardens[1]
ეროვნება აფრო-ამერიკელები[2]
ჟანრ(ებ)ი დისკო, თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზი, სოული, როკი, ჰაი-ენერჯი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1968–2012
ლეიბლ(ებ)ი Oasis, Casablanca, Geffen, Atlantic, Mercury, WMG, WEA, Epic, Burgundy, United Artists
ხელმოწერა
საიტი donnasummer.com
დონა სამერი ვიკისაწყობში

ლადონა ადრიან გეინსი (დ. 31 დეკემბერი, 1948 — გ. 17 მაისი, 2012), უფრო მეტად ცნობილია როგორც დონა სამერი (ინგლ. Donna Summer) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. ცნობადობა მოიპოვა 1970-იანი წლების დისკოს ეპოქაში და ცნობილი გახდა როგორც „დისკოს დედოფალი“, მის სიმღერებს კი მთელ მსოფლიოში გაუჩნდა თაყვანისმცემლები.[3]

1960-იანი წლების კონტრკულტურის გავლენით, დონა სამერი ფსიქოდელიური როკის ბენდის, სახელად Crow-ის სოლისტი გახდა და ნიუ-იორკში გადავიდა. მიუზიკლ „Hair“-ის საგასტროლო ვერსიასთან შეერთების შემდეგ დატოვა ნიუ-იორკი და რამდენიმე წელიწადი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ევროპაში; მიუნხენში გაიცნო მუსიკალური პროდიუსერები ჯორჯო მოროდერი და პიტ ბელოტი და აქ მათთან ერთად ჩაწერა დისკოს ისეთი ჰიტები, როგორებიცაა „Love to Love You Baby“ და „I Feel Love“, რომლებმაც მომღერალს საერთაშორისო დონეზე მისცეს გასაქანი. 1975 წელს სამერი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა და გამოუშვა სხვა ჰიტები: „Last Dance“, „MacArthur Park“, „Heaven Knows“, „Hot Stuff“, „Bad Girls“, „Dim All the Lights“, „No More Tears (Enough Is Enough)“ (დუეტი ბარბრა სტრეიზანდთან ერთად) და „On the Radio“.

ცხოვრების მანძილზე მისი 42 ჰიტური სინგლი მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში, მათგან 14 ტოპ-10-ეულში მოხვდა. 1975–1984 წლებში იგი მუდმივად იყო წარმოდგენილი ტოპ-40-ში. 1976 წელს საუკეთესო 10-ეულში პირველად მოხვედრიდა 1982 წლამდე მისი 12 ჰიტი მოხვდა აღნიშნულ კატეგორიაში (მათგან 10 ტოპ-5-შიც), რაც იმ პერიოდში სხვა ვერავინ შეძლო. 1983 წელს დაბრუნდა ცხელი 100-ეულის ტოპ-5-ში. 1989 წელს უკანასკნელად მოხვდა საუკეთესო ათეულში სიმღერით „This Time I Know It's for Real“. დონა სამერი პირველი არტისტი გახდა, რომლის თანმიმდევრულმა სამმა ორმაგმა ალბომმა მიაღწია ბილბორდ 200-ის ჩარტის პირველ ადგილს და ოთხმა სინგლმა აშშ-ში დაიკავა პირველი ადგილი 12 თვის პერიოდში. მას ეკუთვნის ასევე R&B Singles-ის ჩარტში ორი პირველადგილოსანი და დიდ ბრიტანეთში ერთი ასევე პირველადგილოსანი სინგლი.[4] უკანასკნელი ჰიტი, რომელიც საუკეთესო ასეულში მოხვდა იყო 1999 წელს გამოშვებული „I Will Go with You (Con Te Partiro)“. მიუხედავად იმისა, რომ ამ ათწლეულებში ცხელ ასეულში სამერის მდგომარეობა შესუსტდა, მას მთელი კარიერის მანძილზე ძლიერი პოზიციები ეკავა „ბილბორდის“ Dance Club Songs-ის ჩარტში.[5]

გარდაიცვალა ფილტვების კიბოსგან, 2012 წლის 17 მაისს, საკუთარ სახლში, ქალაქ ნეიპლსში (ფლორიდა).[6] მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი და ერთ-ერთ ყველაზე მეტად გაყიდვად შემსრულებლად ითვლება. მიღებული აქვს 5 გრემის ჯილდო. გაზეთ „The Times“-ის ნეკროპოლში იგი არწერეს როგორც „სამოცდაათიენების დისკოს ბუმის უპირობო დედოფალი“, რომელმაც მიაღწია „მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქალი მომღერლის“ სტატუსს.[3] ჯორჯო მოროდერმა ერთობლივი ნამუშევარი „I Feel Love“ დაახასიათა როგორც „ელექტრონული ცეკვის ნამდვილი დასაბამი“.[7] 2013 წელს დონა სამერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.[8] 2016 წლის დეკემბერში „ბილბორდმა“ ყველა დროის საუკეთესო „Dance Club“-ის არტისტებს შორის სამერი მე-6 პოზიციაზე დაასახელა.[9]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Find a Grave — 1996.
  2. BlackPast.org — 2004.
  3. 3.0 3.1 „Obituaries: Donna Summer“. The Times. London: News Corporation. 2012. p. 53.
  4. Sweeney, Eamon (May 16, 2014). „14 of the best sunshine-filled songs that scream Summer“. Irish Independent. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. Donna Summer Dance Club Songs Chart History. Billboard. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2020
  6. Sherman, Catherine. (21 მაისი, 2012) Donna Summer's Lasting (Real Estate) Legacy. Zillow.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-01. ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2013
  7. „President Obama leads Donna Summer tributes“. BBC News Online. 18 მაისი, 2012. ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. Carlson, Adam. (December 11, 2012) Public Enemy, Rush, Heart, Donna Summer was inducted into the Rock and Roll Hall of Fame on April 18, 2013. Music-mix.ew.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 25, 2014. ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2013
  9. Greatest of All Time Top Dance Club Artists : Page 1. billboard.com. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2017