დონატელოს დავითი 2015

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დონატელოს დავითის (Premio David di Donatello) დაჯილდოების, რიგით მე-60 ცერემონია გაიმართება რომში 2015 წლის 12 ივნისს.[1] ამერიკული ოსკარების ამ იტალიური ექვივალენტი კინო - პრიზების გადაცემის საღამოს გაუძღვება მსახიობი, რეჟისორი და ტელეწამყვანი ტულიო სოლენი (Tullio Solenghi); ეთერში გადაიცემა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, 1924 წელს დაარსებული იტალიური საზოგადოებრივი მაუწყებლის „რაის“ (Rai) ქვედანაყოფის „Rai Movie“ მიერ.

„დონატელოს დავითის“ გადაცემის ცერემონიას 1956 წლიდან ყოველწლიურად მართავს იტალიური კინოს აკადემია (Accademia del Cinema Italiano).[2] 2006 წლიდან პრიზები გადაიცემა 24 კატეგორიაში. ეს არის ადრინდელი აღორძინების ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, იტალიელი მოქანდაკის დონატელოს მიერ 1430-40 წლებში შექმნილი „დავითის“ ქანდაკების მოოქროვილი ასლი. ქანდაკება დგას მალაქიტის კვადრატის ფორმის სადგამზე, რაზეც მიმაგრებულია მოოქროვილი ფირფიტა, სადაც მითითებულია პრიზის კატეგორია, წელი და გამარჯვებული.

ნომინაციები გამოცხადდა 2015 წლის 11 მაისს. ყველაზე მეტი, 16 ნომინაცია შეხვდა ფილმს Anime nere (რეჟ:ფრანჩესკო მუნცი); ასევე მარიო მარტონეს ფილმს Il giovane favoloso (14 ნომინაცია); ნანი მორეტის - Mia madre (10); ერმანო ოლმის - Torneranno i prati (8) და სავერიო კოსტანცოს ფილმს Hungry Hearts (7).[3] [4]

კატეგორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუკეთესო ფილმი / Miglior film[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Anime nere; რეჟ:ფრანჩესკო მუნცი
  • Hungry Hearts; რეჟ:სავერიო კოსტანცო
  • Il giovane favoloso; რეჟ:მარიო მარტონე
  • Mia madre; რეჟ:ნანი მორეტი
  • Torneranno i prati; რეჟ:ერმანო ოლმი

საუკეთესო რეჟისორი / Miglior regista[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრანჩესკო მუნცი - Anime nere
  • სავერიო კოსტანცო - Hungry Hearts
  • მარიო მარტონე - Il giovane favoloso
  • ნანი მორეტი - Mia madre
  • ერმანო ოლმი - Torneranno i prati

საუკეთესო მსახიობი ქალი / Migliore attrice protagonista[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალბა რორვაქერი - Hungry Hearts
  • ვირნა ლიზი - Latin Lover
  • მარგარიტა ბაი - Mia madre
  • იასმინე ტრინკა - Nessuno si salva da solo
  • პაოლა კორტელეზი - Scusate se esisto!

საუკეთესო მსახიობი კაცი / Migliore attore protagonista[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფაბრიციო ფერაკანე - Anime nere
  • ელიო ჯერმანო - Il giovane favoloso
  • ალესანდრო გასმანი - Il nome del figlio
  • რიკარდო სკამარჩო - Nessuno si salva da solo
  • მარკო ჯალინი - Se Dio vuole

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]