დონალდ მაკლაფლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გაეროს დროშა

დონალდ მაკლაფლინი (ინგლ. Donal McLaughlin) (დ. 18 დეკემბერი, 1875 ― გ. 16 იანვარი, 1978) — ამერიკელი არქიტექტორი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა გაეროს დროშის შემუშავებაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკლაფლინი დაიბადა ცინცინატიში. 1904 წელს ის ჩავიდა ნიუ-იორკში, არქიტექტურის შესასწავლად. იქ მუშაობისას ის სპეციალიზირდა ბანკების დიზაინზე.

მაკლაფლინი სწავლობდა იელის უნივერსიტეტში. 1933 წელს მან მიიღო არქიტექტურის ბაკალავრის ხარისხი.

ის მუშაობდა აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურში. შემდეგ კი ნიუ-იორკში, ინდუსტრიული დიზაინის კომპანიაში.

მეორე მსოფლიო ომის დროს მაკლაფლინი მუშაობდა სტრატეგიული სამსახურების სამმართველოში. მისი ჯგუფი იყენებდა ვიზუალურ დიზაინს ადვილად გასაგები ინფორმაციის წარმოსადგენად. ამავე ჯგუფმა შეიმუშავა სასამართლოს დარბაზის დიზაინი, რომელშიც იმართებოდა ნიურნბერგის პროცესი.

1945 წლის სან-ფრანცისკოს კონფერენციის ორგანიზატორებს უნდოდათ ლოგო, რომელიც გამოისახებოდა სამკერდე ნიშანზე, დელეგატების იდენტიფიცირებისათვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიხვდა, რომ დროებითი ლოგო შეიძლებოდა გაეროს მუდმივ ემბლემად ქცეულიყო. მან ჩამოაყალიბა კომიტეტი, რომელმაც შეიმუშავა ემბლემა - ფოთლებით გარშემორტყმული მსოფლიოს რუკა - დონალდ მაკლაფლინის დიზაინის მიხედვით. მაკლაფლინმა და მისმა ჯგუფმა შესთავაზეს 9 განსხვავებული ვერსია. არჩეული ვარიანტი უნდა დატეულიყო 1 1/16 ინჩის დიამეტრის მქონე წრის ფორმის სამკერდე ნიშანზე.

მაკლაფლინი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში, 1978 წლის 16 იანვარს.