დომუს-დე-იანასი
| დომუს-დე-იანასი | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
| |
| სტატუსი | მსოფლიო მემკვიდრეობა |
| ქვეყანა |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iii |
| რეგიონი | ევროპა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2025 (47-ე სესია) |
![]() | |
დომუს-დე-იანასი (სარდინიულად ნიშნავს „ფერიების სახლს“ ან „ჯადოქრების სახლს“) — პრე-ნურაგული კლდეში ნაკვეთი დაკრძალვის კამერების ტიპი, რომელიც გვხვდება სარდინიაში. იგი შედგება რამოდენიმე კამერისაგან, რომლებიც სან-ჩირიაკოს, ოზიერისა[1] და შემდგომი კულტურების ხალხმა გამოკვეთა. მათი განლაგება სახლებს წააგავს.

დომუს-დე-იანასი ძირითადად ძვ. წ. 3400-2700 წლებშია აგებული, იგი ეკუთვნის გვიან ნეოლითურ, ქალკოლითურ და ადრეულ ბრინჯაოს ხანას, მათ შორის თასების კულტურის კერამიკის პერიოდს. მათი ნეკროპოლისი ანღელუ რუჯუს ადგილზე, ალგეროს მახლობლად, შედგება 38 საფლავისაგან. სხვა დიდი ადგილებია მონტესუ-ვილაპერუჩოს მახლობლად და სანტ ანდრეა-პრიუ-ბონორვაში. დომუს-დე-იანასი შეიძლება აღმოჩნდეს მთელ კუნძულზე, გალურას გამოკლებით (სადაც გარდაცვლილებს ჩვეულებრივ მარხავდნენ მეგალითურ წრეებში.).
მრგვალი ქოხისაგან განსხვავებით შიდა კამერების ფორმა შეიძლება განსხვავდებოდეს კონუსური ან სამკუთხა ჭერით. კედლები ხშირად მორთულია რელიეფებით ან გრავიურებით, რომლებიც ასახავს მაგიურ და რელიგიურ სიმბოლოებს, როგორიცაა სპირალები, ზიგზაგის მოტივები და ხარის რქები.[2]
ნაკვეთი ან ნახატი ყალბი კარები გვხვდება დაახლოებით 20 საფლავში, რომლებიც ძირითადად ჩრდილო-დასავლეთ სარდინიაშია აღმოჩენილი,[3] მაგალითად ანჯელუ-რუჯუს ნეკროპოლისის ზოგიერთი საფლავი, რომლებიც სხვადასხვაგვარად თარიღდება, კერძოდ ოზიერის კულტურიდან ბონანაროს კულტურებამდე (დაახლ. ძვ. წ. 3200 – 1600).[4] ყველაზე ადრეული მაგალითები წინ უსწრებს ძველი ეგვიპტური საფლავების ყალბი კარების გამოჩენას.[5] ყალბი კარები ჩვეულებრივ მთავარი კამერის უკანა კედელზე გვხვდება და წარმოდგენილია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ჩარჩოებით და გამოსული ზღურბლით.

ცხედრები, რომლებიც შეღებილია წითელი ოქროთი, საფლავის კედლების მსგავსად, დამარხული იყვნენ ცხოველებთან და იარაღთან ერთად. არქეოლოგ ჯოვანი ლილიუს გადმოცემით, ისინი ზღვის მოლუსკების ნაჭუჭქვეშ იყვნენ დაკრძალული; სხვა თეორიების მიხედვით კი მათ საფლავის გარეთ ტოვებდნენ და შიგნით მხოლოდ მას შემდეგ შეჰყავდათ, როცა ისინი ჩონჩხებად იქცეოდნენ.
2021 წელს დომუს-დე-იანასი დაასახელეს მსოფლიო მემკვიდრეობის სიის კანდიდატად.[6] 2025 წლის ივლისში იგი წარადგინეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად სახელით „სარდინიის პრეისტორიული საფლავის ტრადიცია – დომუს-დე-იანასი“.[7]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
Bull's horns, Su Crucifissu Mannu-ს ნეკროპოლისი, პორტო ტორესი
-
სანტ-ანდრეა პრიუს ერთ-ერთი დომუს-დე-იანასის ინტერიერი, ბონორვა.
-
S'Elighe Entosu-ს დომუს-დე-იანასი.
-
Genna Salixi-ს დომუს-დე-იანასის შესასვლელი, რუინასი
-
დომუს-დე-იანასი ლოტზორაიში
-
დომუს-დე-იანასის ინტერიერი
-
Arzolas de Goi-ს ნეკროპოლისი, ნუგედუ სანტა ვიტორია
-
ნურაგიამდელი პერიოდის ცრუ კარი, რომელიც ხარის რქებით არის მოპირკეთებული, პუტიფიგარი
-
ბელადის საფლავის გეგმა, სანტ ანდრეა პრიუს ნეკროპოლისი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Domus de Janas, Portale Sardo დაარქივებული March 4, 2016, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Domus de Janas in Sardegna. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-07-16.
- ↑ Contu, Ercole (2006). La Sardegna preistorica e nuragica. Volume 1: la Sardegna prima dei nuraghi (it). Carlo Delfino editore. ISBN 88-7138-421-0.
- ↑ Demartis, Giovanni Maria (1986). La Necròpoli di Anghelu Ruju, Sardegna Archeologica 2. Carlo Delfino editore.
- ↑ (2010) „Mortuary Architecture and Decorative Systems“, A Companion to Ancient Egypt. Wiley-Blackwell, გვ. 808. DOI:10.1002/9781444320053.ch36. ISBN 978-1-4051-5598-4. „Private tombs of the Third Dynasty [c. 2686 BC–2613 BC] broadly followed the pattern of those of the Second, in being brick mastabas. However, there were significant developments in the form of the offering place at the southern end of the eastern facade, which was in some cases lined with stone and projected into the heart of the mastaba. These linings could be decorated, while a niche at the northern end of the tomb might be dedicated to the cult of the wife of the tomb owner. The southern niche and its slab-stela evolved during the Third Dynasty into what by the following dynasty had become the classic false door.“
- ↑ Unesco tentative lists it (22 December 2023). ციტირების თარიღი: 22 December 2023.
- ↑ Centre, UNESCO World Heritage. Funerary Tradition in the Prehistory of Sardinia – The domus de janas en. ციტირების თარიღი: 2025-07-12
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Giovanni Lilliu, La civiltà dei Sardi dal neolitico all'età dei nuraghi, Torino, Edizioni ERI, 1967
- AA.VV. La civiltà in Sardegna nei secoli, Torino, Edizioni ERI
- AA.VV., Ichnussa. Sardegna dalle origini all'età classica, Milano, 1981
- Alberto Moravetti, Guide archeologiche Sardegna 2, 1995
