შინაარსზე გადასვლა

დომნიკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომნიკა
რომის იმპერატორის მეუღლე
მმართ. წლები: 364-378
გარდ. თარიღი: 378 წლის შემდეგ
მეუღლე: ვალენტი
შვილები: ვალენტინიანუს გალატესი
ანასტასია
კაროზა
დინასტია: ვალენტინიანუსების დინასტია
მამა: პეტრონიუსი

დომნიკა — რომის დედოფალი, იმპერატორ ვალენტის ცოლი, მართავდა აღმოსავლეთ რომს 364-დან 378 წლამდე. ადრიანოპოლის ბრძოლაში ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ის დე ფაქტო რეგენტი გახდა, და კონსტანტინოპოლი გუთებისაგან დაიცვა, სანამ მეუღლის მემკვიდრე, თეოდოსიუს I ჩაანაცვლებდა.[1]

დომნიკა ჯარისკაცის, სახელად პეტრონიუსის ქალიშვილი იყო, რომელიც ვალენტიმ ტახტზე ასვლის შემდეგ პრეტორიის პრეფექტად დააწინაურა. პეტრონიუსი საკუთარი სისასტიკითა და სიხარბით მეტად არაპოპულარული იყო, რაც პროკოპიუსის 365 წლის აჯანყების ერთ-ერთ მიზეზად იქცა.[2]

პეტრონიუსი ალბათ პანონიელი იყო. ოჯახის უფრო ღრმა წარმომავლობა უცნობია. დომნიკას ოჯახის წევრებს გავლენიანი თანამდებობები ეკავათ. ერთ-ერთი სავარაუდო ნათესავია დომნიკუსი, ვალენსის ოფიცერი, რომელიც მოხსენიებულია ლიბანიოსის მიერ მეორე გამოსვლაში (Oration II). პროკოპი, კონსტანტინოპოლის პრეფექტი 377 წელს, ზოსიმეს მიერაა ნახსენები, როგორც ვალენტის შორი ნათესავი ოჯახთა შორის ქორწინების შედეგად, რაც ნიშნავს, რომ ის დომნიკას ენათესავებოდა.[3][4] ნიკიტას სერას ცნობით, ვინმე ევსები, დომნიკას ბიძა და პონტოს ეპარქიაში პრეფექტუს ურბი გახლდათ. ნიკიტასი გრიგოლ ღვთისმეტყველის შრომების კომენტატორი იყო, და ევსების იმ უსახელო ფიგურასთან აიგივებდა, რომელიც გრიგოლის ნაშრომებშია ნახსენები. ევსები ბასილი კესარიელის დაკრძალვისას წარმოთქმულ საპატივსაცემო სიტყვაშიც გვხვდება.[5][6]

სახელები ანასტასია, დომნიკუსი, ევსები, პეტრონიუსი და პროკოპიუსი, რომლებსაც დედოფლის ოჯახის სხვადასხვა წევრები იყენებდნენ, ბერძნული წარმოშობისაა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება დომნიკასა და მისი ნათესავების სირმიუმის, ილირიკუმის პრეტორიული პრეფექტურის პირველი დედაქალაქის ბერძნულენოვანი ოჯახებიდან წარმომავლობაზე მიუთითებდეს. ბერძენი ქალის ცოლად მოყვანა იმპერატორს სავარაუდოდ ელინიზებულ აღმოსავლეთ რომის იმპერიაში გავლენის გამყარებაში დაეხმარებოდა.[7]

დომნიკა იმპერატორზე ამ უკანასკნელის ტახტზე ასვლამდე დაქორწინდა, და ორი ქალიშვილი, ანასტასია და კაროზა, ასევე ვაჟი, გალატესი შეეძინა. ორივე ქალიშვილს ასწავლიდა მარკიანე, ყოფილი პალატინუსი (პალადინი) ასწავლიდა. მარკიანე ნოვატიანისტი პრესბიტერი გახდა, და მისი სამეფო კარზე დარჩენა ვალენტის ნოვატიანისტებისადმი ტოლერანტულ განწყობაზე მეტყველებდა.[8][1]

ვალენტის ოქროს მონეტა

რელიგიური სკანდალი და გალატესის სიკვდილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IV საუკუნის დასაწყისში ქრისტიანული ეკლესიის ისტორია სამების თემაზე დაპირისპირებით გამოირჩეოდა. 325 წელს ნიკეის პირველმა კრებამ ჩამოაყალიბა ნიკეის მრწამსი, რომელიც აცხადებდა, რომ მამა, ძე და სულიწმიდა ერთმანეთის თანასწორი და ერთი და იგივე არსება უნდა ყოფილიყო. თეოლოგი არიოსი, არიანიზმის ფუძემდებელი, ამას არ ეთანხმებოდა და თვლიდა, რომ სამების სამი ნაწილი მატერიალურად განცალკევებულია ერთმანეთისაგან და რომ მამამ შექმნა ძე. დომნიკა თავად არიანელი იყო და, როგორც ამბობენ, დაარწმუნა მისი ქმარი ვალენტი, რომ არიანის სექტა მიეღოთ.[9] დაახლოებით 367 წელს, თეოდორეტის ცნობით, დომნიკამ ვალენტი შეაგულიანა, რომ ევდოქსიუს ანტიოქიელის, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ხელით მონათლულიყო. ევდოქსიუსი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არიანელი იყო.[1]

ვალენტი საუკუნის იმ რამდენიმე იმპერატორიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც არიანელებს ემხრობოდა. დედოფალს მტკიცებულების გარეშე ადანაშაულებდნენ, რომ ქმარს სამების მომხრეთა დევნას მოუწოდებდა, და მრავალ გამოჩენილ ეპისკოპოსსაც არ ინდობდა. მრწამსის გამო დევნა, ვალენტის მეფობისას, მართლაც მეტად გავრცელებული იყო.[9]

პაგანი ფილოსოფოსების ჯგუფი მკითხაობით იყო დაკავებული და მათ იწინასწარმეტყველეს, რომ შემდეგი იმპერატორი ვინმე ფილოსოფოსი, სახელად თეოდორე გახდებოდა. როდესაც ვალენტიმ ამ წინასწარმეტყველების შესახებ გაიგო, მან ფილოსოფოსები მის წინააღმდეგ შეთქმულებად ჩათვალა, განრისხდა, დახოცა ისინი, ამასთან ერთად მოკლა ამ პროფესიის უდანაშაულო წარმომადგენლები, და ისინიც კი, ვისაც უბრალოდ ფილოსოფოსების მსგავსი სამოსი ეცვათ.[10][11]

ახალგაზრდა ვალენტიანუსის ადრეული სიკვდილი მისი მშობლებისთვის, რომლებიც რელიგიური სკანდალითა და კამათით იყვნენ გარემოცული, დიდი დარტყმა იყო. სოკრატეს თქმით, დომნიკამ ქმარს უთხრა, რომ მას ხილვებიდან გაეგო, რომ მათი შვილის ავადმყოფობა მათთვის კესარიელი ეპისკოპოს ბასილის ცუდი მოპყრობისთვის მოვლენილი სასჯელი იყო. ბასილი გამოჩენილი მართლმადიდებელი ლიდერი იყო, რომელიც იმპერატორის მერყევ არიანულ შეხედულებებს მეტად ეწინააღმდეგებოდა. როდესაც მას სთხოვეს რომ პრინცისათვის ელოცა, ბასილმა ვალენტინს პირობა წაუყენა, რომ ბიჭის გადარჩენის სანაცვლოდ მტკიცე მართლმადიდებელი უნდა გამხდარიყო. ვალენტინმა ამ მოთხოვნაზე უარი თქვა, და გალატესი არიანული წესით მონათლა. ბასილმა უპასუხა, რომ ღვთის ნება ასრულდებოდა, და გალატესი მალევე გარდაიცვალა.[12][1]

ადრიანოპოლში დამარცხება და ვალენტის სიკვდილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენტი ადრიანოპოლის ბრძოლაში, 378 წლის 9 აგვისტოს მოკლეს. გუთებმა აღმოსავლეთით მოძრაობა განაგრძეს და კონსტანტინოპოლს შეუტიეს. იმის გამო, რომ ქალაქში იმპერატორი, რომელიც თავდაცვის ძალებს უხელმძღვანელებდა, არ არსებობდა, დედოფალი იძულებული გახდა თავად მოეწყო კონტრშეტევა. მან ჯარისკაცთა ხელფასები ნებისმიერ მოხალისეს დაურიგა, რომლებიც დამპყრობლების წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ.[13][1]

ამის შემდეგ დომნიკა ისტორიული ჩანაწერებიდან ქრება. მისი გარდაცვალების თარიღი და გარემოებები უცნობია.[1]

  • Kienast, Dietmar (2017). Römische Kaisertabelle: Grundzüge einer römischen Kaiserchronologie, 6th (de), WBG. ISBN 978-3-534-26724-8. 
  • Socrates (1853). The Ecclesiastical History of Socrates. London: Bohn, გვ. 211–261. ISBN 9780524006528. 
  • Banchich, Thomas. (3 November 1997) Domnica Augusta, Wife of the Emperor Valens. Canisius College. ციტირების თარიღი: 10 May 2007
  • Jones, A.H.M. (1971). Prosopography of the Later Roman Empire. Cambridge University Press. ISBN 0-521-07233-6. 
  • Lenski, Noel (2002). Failure of Empire: Valens and the Roman State in the Fourth Century A.D.. Univ of California Press. ISBN 978-0-520-28389-3. 
  • Lenski, Noel (1997). „Initium mali Romano imperio: Contemporary Reactions to the Battle of Adrianople“. Transactions of the American Philological Association. 127: 129–168. doi:10.2307/284390. JSTOR 284390.
  • (1862) Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology. Spottiswoodes and Shaw, გვ. 1202–1205. 
  • Grant, Michael (1985). The Roman Emperors. London: Weidenfeld and Nicolson, გვ. 263–265. 
  • Lewis, Naphtali, and Meyer Reinhold, eds. Roman Civilization: Volume II: the Empire. New York: Columbia UP, 1990. 594–597, 614–615.
  • Schaff, Philip. Theodoret, Jerome, Gennadius, and Rufinus: Historical Writings. Vol. 3. Edinburgh: T & T Clark, 1892. Christian Classics Ethereal Library. 17 May 2007 <http://www.ccel.org/ccel/schaff/npnf203.i.html>.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Banchich, Thomas. (3 November 1997) Domnica Augusta, Wife of the Emperor Valens. Canisius College. ციტირების თარიღი: 10 May 2007
  2. Jones, Martindale & Morris, p. 690-691.
  3. Lenski 2002, p. 62–63.
  4. Jones, Martindale & Morris, p. 744.
  5. Jones, Martindale & Morris, p. 304.
  6. Gregory of Nazianzus, Oration 43:"Funeral Oration on the Great S. Basil, Bishop of Caesarea in Cappadocia", chapters 55–57. Public domain translation posted by J. Vanderspoel, Department of Greek, Latin and Ancient History, University of Calgary
  7. Lenski 2002, p. 63.
  8. Jones, Martindale & Morris, p. 554.
  9. 9.0 9.1 Schaff, Philip. Theodoret, Jerome, Gennadius, and Rufinus: Historical Writings. Vol. 3. Edinburgh: T & T Clark, 1892. Christian Classics Ethereal Library. 17 May 2007 <http://www.ccel.org/ccel/schaff/npnf203.i.html>.
  10. Lewis, Naphtali, and Meyer Reinhold, eds. Roman Civilization: Volume II: the Empire. New York: Columbia UP, 1990. 594–597, 614–615.
  11. Nicene and Post-Nicene Fathers: Series II/Volume II/Sozomen/Book VI.
  12. Socrates (1853). The Ecclesiastical History of Socrates. London: Bohn, გვ. 211–261. ISBN 9780524006528. 
  13. Lenski 1997, p. 132.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დომნიკა“-დან