შინაარსზე გადასვლა

დომიციუს დომიციანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომიციუს დომიციანე
დაბადების თარიღი III საუკუნე
დაბადების ადგილი ალექსანდრია
გარდაცვალების თარიღი დეკემბერი, 297
გარდაცვალების ადგილი ალექსანდრია
მოქალაქეობა ძველი რომი

ლუციუს დომიციუს დომიციანე (ლათ. Lucius Domitius Domitianus) — რომის იმპერატორი-უზურპატორი, რომელიც მართავდა 297 წლის ზაფხულიდან იმავე წლის ბოლომდე.

წყაროები და ნუმიზმატიკური მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ დომიციუს დომიციანე დიოკლეტიანეს ხელისუფლების წინააღმდეგ 297 წლის ივნის-ივლისში აჯანყდა. იმავე წლის მარტში მიღებულ იქნა ახალი კანონი გადასახადების შესახებ; სავსებით შესაძლებელია, რომ აჯანყება სწორედ ამ მიზეზით ყოფილიყო პროვოცირებული. ასევე სავარაუდოა, რომ დომიციუს დომიციანეს გამოსვლის მიზეზი ეგვიპტეში იმპერატორის ხელისუფლების სისუსტე გახდა, რაც მეამბოხემ აჯანყების საფუძვლად გამოიყენა. თუმცა, 297 წლის ბოლოს დიოკლეტიანე ლაშქრით დაიძრა ეგვიპტისკენ, დაიმორჩილა იგი და ალექსანდრიას ალყა შემოარტყა.

დომიციუს დომიციანე 297 წლის დეკემბერში, ალყის შუაგულში გარდაიცვალა. როგორც ჩანს, უზურპატორი მოქმედებდა აქილევსთან ერთად, რომელსაც ეგვიპტის კორექტორის თანამდებობა ეკავა. სწორედ იგი დანიშნა დომიციანემ თავის მემკვიდრედ და ალექსანდრიის თავდაცვის ხელმძღვანელად. 298 წლის მარტში ქალაქი დანებდა და აქილევსი სიკვდილით დასაჯეს.

  • Аврелий Виктор. О цезарях, 39.38.
  • Псевдо-Аврелий Виктор. Извлечения о жизни и нравах римских императоров, 39.3.
  • Евтропий. Бревиарий от основания Города, 9.22.1 и 23.
  • Иордан. Getica, 110.
  • Павел Орозий. История против язычников, 7.25. 4 и 8.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]