შინაარსზე გადასვლა

დომიციანეს სასახლე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სასახლის ნაწილების სახელები

დომიციანეს სასახლე (იტალ. Palace of Domitian) — აშენდა რომის იმპერატორ დომიციანეს ოფიციალურ რეზიდენციად 81-92 ჩვენს წელთაღრიცხვამდე და შემდგომში მას იყენებდნენ სხვა იმპერატორებიც..[1] მისი ნაშთები მდებარეობს და დომინირებს პალატინის ბორცვზე რომში, სხვა სასახლეებთან ერთად.

სასახლე არის მასიური ნაგებობა, რომელიც დღეს სამ ნაწილადაა დაყოფილი. წარსულში, ეს დანაყოფები საშუალებას აძლევდა საქმიანი და პოლიტიკური საკითხები გამიჯნულიყო პირადი ცხოვრებისგან, მაშინ როდესაც მათი სიახლოვე საჭიროების შემთხვევაში ამ პროცესების პარალელურად წარმართვასაც უწყობდა ხელს. ამ ნაწილების თანამედროვე სახელებია: დომუს ფლავია, დომუს აუგუსტანა,[2] და ბაღი ან "სტადიონი"

"გაზაფხული"

სასახლის ყველა ნაწილი დღეს შემორჩენილი არ არის, რადგან მისი ზოგიერთი მონაკვეთი უფრო გვიანდელი ნაგებობების ქვეშ მდებარეობს ისე, როგორც ძველი რომის მრავალი სხვა ნაშთი.

ეს სასახლე დომიციანეს მრავალი არქიტექტურული პროექტიდან ერთ-ერთი იყო. მის სხვა წამოწყებებს შორის იყო ცირკუს მაქსიმუსის რეკონსტრუქცია, პანთეონის განახლება და სამი ტაძრის აშენება თავისი ოჯახის წევრების გაღმერთებისთვის: ვესპასიანესა და ტიტეს ტაძარი, დიუორუმის პორტიკუსი და ფლავიუსების საგვარეულოს (gens Flavia) ტაძარი.[3]

სასახლე დააპროექტა არქიტექტორმა რაბირიუსმა. ის აშენდა უფრო ძველი ნაგებობების თავზე განსაკუთრებით ნერონის დომუს ტრანზიტორიასა და რესპუბლიკური პერიოდის გრიფონების სახლის (House of the Griffins) ნაშთებზე, რომლებიც მნიშვნელოვან წილად დღემდე აღმოჩენილია.

აფროდიტე (ტიპი "ჰერა ბორგეზე")

სეპტიმიუს სევერუსის მმართველობისას სასახლეს დიდი ნაწილი მიუმატეს ბორცვის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე, საიდანაც ხედი ცირკუს მაქსიმუსზე იშლება. თუმცა, ამის გარდა, დომიციანეს დროს აშენებული სასახლის ძირითადი სტრუქტურა მთელი იმპერიის განმავლობაში შედარებით უცვლელად შენარჩუნდა. სასახლე რომის იმპერატორების ოფიციალურ რეზიდენციად გამოიყენებოდა დასავლეთ რომის იმპერიის დაცემამდე, ჩვენს წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში.

სასახლე განახლდა თეოდორიხ დიდის (493–526 წწ.) იტალიის ოსტროგოთი მეფის მმართველობის პერიოდში,[4] სპეციალურად დაწესებული გადასახადით მიღებული შემოსავლის საშუალებით.[5]

Domus Flavia არის სასახლის საზოგადოებრივი ფრთა

Domus Augustana ითვლებოდა, რომ სასახლის კერძო ფრთა იყო.

Torso of the type of the Leaning satyr. Marble, Roman copy from the reign of Domitian (81–96 AD)
დომიციანეს სასახლის ბაღი ან „სტადიონი“.

ე.წ. "ჰიპოდრომი" ან "სტადიონი" დომიციანე (160 x 48 მ) განთავსებულია დომუს აუგუსტანას მთელ აღმოსავლეთ მხარეს. მას რომაული ცირკის მსგავსი ფორმა აქვს, თუმცა მისი ზომები ძალიან მცირეა ეტლების ასარევად. რეალურად, ეს იყო დიდი და დახვეწილი ჩაღრმავებული ბაღი.[6]. ის ჰგავდა უფრო ადრე არსებულ ბაღს პლინიუსის რომაულ ვილაში, რომელიც მდებარეობდა ტუსკანში ("in Tuscis"). სტადიონის მიმდებარედ მდებარე პალატინის მუზეუმში დაცული ქანდაკებების უმრავლესობა სწორედ ამ სტადიონიდან არის მოტანილი.[7] დომიციანეს განსაკუთრებით მოსწონდა ამ ტიპის ბაღები, რაც ჩანს მის მიერ აშენებული სხვა მსგავსი ბაღიდან, რომელიც მის სოფლის ვილაში ალბანის ბორცვებზე მდებარეობდა. სავარაუდოდ, ის ასევე გამოიყენებოდა, როგორც პირადი საცხენოსნო სკოლა რამაც იმდროინდელ კერძო ვილებში აუცილებლად უნდა იარსებოს, როგორც ამას პლინიუს უმცროსი აღნიშნავს. მოწამეთა მოქმედებებში (Acts of the Martyrs) მოხსენებულია წმინდა სებასტიანესთან დაკავშირებით რაც თითქმის სწორედ ეს სტადიონია.

მუზა 90 AD (ტიპი დრეზდენი-ზაგრები)

სტადიონის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობდა დიდი ნახევარწრიული ექსედრა, რომელიც სამი დონით იყო განლაგებული, დეკორირებული ქანდაკებებითა და შადრევნებით, და იქიდან იშლებოდა ხედი ქვემოთ არსებულ ბაღზე. მისი ბეტონის გუმბათის ზემოთ იყო განთავსებული ბელვედერე ადგილი ხედის დასაგმირად. პერიმეტრზე ორი სართულიანი პორტიკუსი გადიოდა, რომელსაც ინიავებდა წვრილი სვეტები, დაფარული ძვირფასი ფერადი მარმარილოთი. ქვედა სართული კი მოიცავდა შეფარებულ გასეირნებელ ნაწილს, მორთულს რთულად ჩამოსხმული სტუკოს თაღოვანი ჭერით.[8]

ისტორია

ნიმფა 69–96 წ

სტადიონი იყო სასახლის უკანასკნელი ნაწილი, რომელიც აშენდა, იგი მოჰყვა პირველი ორი ნაწილის დასრულებას (დასასრულს მიეღო 92 წელს ჩვ.წ.). სტადიონის მშენებლობამ ჩაანაცვლა ძველი ნაგებობები, რომლებიც რომის რესპუბლიკის პერიოდიდან ნერონის ეპოქამდე იყო აგებული.

აგურის ბეჭდებზე დაფუძნებით ჩანს, რომ ადრიანემ გააძლიერა პორტიკოების სტრუქტურა. სევერუსების ეპოქაში ექსედრა შემცირდა და გარედან მხოლოდ მეოთხედწრედ იქცა, მას შემდეგ რაც გვერდით მდებარე სევერუსის აბანოები აიგო. სტადიონის სამხრეთ ბოლოს პატარა ოვალური შემოღობვა თარიღდება თეოდორიხის მმართველობის დროით (მე-6 საუკუნის დასაწყისი) და, როგორც ჩანს, გამოიყენებოდა პირად ამფითეატრად (გლადიატორთა ვარჯიშის ადგილი არ ყოფილა, რადგან მსგავსი სანახაობები უკვე აკრძალული იყო ჰონორიუსის დროიდან).

ეს კომპლექსი მე-18 საუკუნეში იქნა აღმოჩენილი და გათხრილი, რასაც მალევე მოჰყვა ძარცვა, რამაც შენობის მდგომარეობა გამოუსწორებლად დააზიანა.

  1. Rome, An Oxford Archaeological Guide, A. Claridge, 1998 p. 134 ISBN 0-19-288003-9
  2. Domus Augustana – Italy. ციტირების თარიღი: 2019-12-22
  3. Darwall-Smith, Robin Haydon. Emperors and Architecture: A Study of Flavian Rome. Brussels: Latomus Revue D'Etudes Latines, 1996.
  4. Johnson, Mark J. (1988). „Toward a History of Theoderic's Building Program“. Dumbarton Oaks Papers. 42: 73–96. doi:10.2307/1291590. JSTOR 1291590.
  5. Cassiodorus, Variae, 1.21, III.31, IV.30, VII.7, 9, 15, 17
  6. Iara, Kristine, Hippodromus Palatii, Die Bauornamentik des Gartenhippodroms im Kaiserpalast auf dem Palatin in Rom, 2015 ISBN: 978395490088
  7. Archaeological Guide to Rome, Adriano La Regina, 2005, Electa
  8. Rome, An Oxford Archaeological Guide, A. Claridge, 1998 ISBN 0-19-288003-9