დომიტიენ ნდაიზიეი
| დომიტიენ ნდაიზიეი | |
|---|---|
| ფრანგ. Domitien Ndayizeye | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 2 მაისი, 1953[1] (72 წლის) |
| დაბადების ადგილი | კაიანზის პროვინცია |
| მოქალაქეობა |
|
დომიტიენ ნდაიზიეი (დ. 2 მაისი,1953) — ბურუნდიელი პოლიტიკოსი, რომელიც 2003-2005 წლებში ბურუნდის მერვე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. როგორც „ბურუნდის დემოკრატიული ფრონტის“ წევრი, იგი მანამდე, 2001 წლიდან 2003 წლამდე, პრეზიდენტ პიერ ბუიოიას მმართველობისას, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მსახურობდა.
ამჟამად ნდაიზიე ხელმძღვანელობს პარტიას „ეროვნული შეკრება ცვლილებებისთვის“.[3]
1994 წელს პრეზიდენტმა სიპრიენ ნტარიამირამ იგი ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორად დანიშნა.[4]
2004 წელს ნდაიზიემ პარლამენტს წარუდგინა კონსტიტუციის პროექტი, სანამ მას იმავე წლის ბოლოს რეფერენდუმზე ამომრჩევლებს შესთავაზებდნენ. ურთიერთობები ტუტსის ჯგუფთან დაძაბული იყო, რაც გამოიხატა მათ მიერ იმ საკანონმდებლო სესიის ბოიკოტირებაში, რომელსაც აღნიშნული წინადადება უნდა განეხილა. მომზადების ნაკლებობის გამო, კენჭისყრა 2004 წლის ნოემბრის ბოლოსთვის გადაიდო.
ბურუნდი კვლავ ცდილობს თავი დააღწიოს სამოქალაქო ომს, რომელიც 1993 წელს დაიწყო, როდესაც ჰუტუს მრავალრიცხოვანი უმრავლესობისგან შემდგარმა რამდენიმე ჯგუფმა იარაღი აიღო იმ მთავრობისა და არმიის წინააღმდეგ, რომელშიც მაშინ ტუტსის ელიტა დომინირებდა.
გარდამავალმა მთავრობამ დადო პირობა, რომ ორ ძირითად ეთნიკურ ჯგუფს შორის ძალაუფლებას უფრო თანაბრად გაანაწილებდა.
2006 წლის 21 აგვისტოს, ნდაიზიე ბუჟუმბურაში დააკავეს იმავე წლის დასაწყისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი სავარაუდო მონაწილეობის გამო. მის დაპატიმრებამდე სენატმა მას სენატორის იმუნიტეტი მოუხსნა.[5] 19 დეკემბერს მან სასამართლოში უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და განაცხადა, რომ მას „არასოდეს უოცნებია გადატრიალების მოწყობაზე, სინამდვილეში მე პოლიტიკას თავი დავანებე, რათა ბიზნესით დავკავებულიყავი და ჩემს ოჯახთან ერთად ვყოფილიყავი“.[6] 2007 წლის 15 იანვარს იგი ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ალფონს-მარი კადეგესთან და სამ სხვა ბრალდებულთან ერთად გამართლდა; ორ სხვას ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა.
2010 წლის საყოველთაო არჩევნების დროს, როგორც თავისი პარტიის წარმომადგენელი, იგი საპრეზიდენტო თანამდებობაზე იყრიდა კენჭს, თუმცა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად რბოლიდან გამოთიშვა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მათ მმართველი პარტია დაადანაშაულეს წინა მუნიციპალური არჩევნების გაყალბებაში.[7]
მას შემდეგ, რაც 2015 წლის ბურუნდის არეულობის დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზედი ფერუზი მოკლეს, ნდაიზიემ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტ პიერ ნკურუნზიზას მთავრობასთან მოლაპარაკებები შეწყვიტეს.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Munzinger Personen
- ↑ Bethke F. S. Database of Cabinet Politics in Sub-Sahara Africa
- 1 2 Christian Irambona & Don Melvin. (24 May 2015) Opposition suspends talks as Burundi's crisis grows worse. CNN. ციტირების თარიღი: 27 May 2015
- ↑ „New President“. Africa Research Bulletin: Political, social, and cultural series. 40. 2003. p. 15262.
- ↑ "Burundi's former leader arrested", BBC News, August 21, 2006.
- ↑ "I never planned a coup, says Ndayizeye", Reuters (IOL), December 20, 2006.
- ↑ Patrick Nduwimana, "Ndayizeye acquitted of coup plot in Burundi", Reuters (IOL), January 16, 2007.