შინაარსზე გადასვლა

დომინიკ სობოსლაი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომინიკ სობოსლაი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
25 ოქტომბერი, 2000 (2000-10-25) (24 წლის)
სიმაღლე 186 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლივერპული
ნომერი 8
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2017–2018 ლიეფერინგი 42 (16)
2018–2021 რედ ბულ ზალცბურგი 56 (16)
2021–2023 ლაიფციგი 62 (12)
2023– ლივერპული 65 (8)
ეროვნული ნაკრები
2019– უნგრეთი 53 (15)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 აპრილი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 23 მარტი, 2025

დომინიკ სობოსლაი (უნგრ. Szoboszlai Dominik; დ. 25 ოქტომბერი, 2000) — უნგრელი ფეხბურთელი. „ლივერპულისა“ და უნგრეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი.

2017 წელს სობოსლაიმ კარიერა ავსტრიულ „ლიეფერინგში“ დაიწყო, რომელიც ზალცბურგის „რედ ბულის“ სათადარიგო გუნდია. 2018 წლის იანვარში სობოსლაის დებიუტი შედგა „რედ ბულში“ სადაც 2018–19 წლების სეზონში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. სამი სეზონის განმავლობაში გუნდთან ერთად სამჯერ მოიგო ავსტრიის ბუნდესლიგა, ხოლო ორჯერ ავსტრიის საფეხბურთო თასი. 2021 წლის იანვარში სობოსლაი „ლაიფციგს“ €20 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, რითაც ყველაზე ძვირადღირებული უნგრელი მოთამაშე გახდა.[1] გუნდში გატარებული სამი სეზონის მანძილზე ორჯერ მოიგო გერმანიის საფეხბურთო თასი. 2023 წლის ივლისში ინგლისურ „ლივერპულს“ €70 მილიონის სანაცვლოს შეუერთდა რითაც კლუბის მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 23 მარტი, 2025
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
უნგრეთი
უნგრეთის დროშა
2019 8 1
2020 4 2
2021 6 2
2022 10 1
2023 10 4
2024 13 5
2025 2 0
ჯამში 53 15

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Youngster Szoboszlai Becomes Most Expensive Hungarian Footballer Ever. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-17. ციტირების თარიღი: 2024-09-19.