შინაარსზე გადასვლა

დომინიკ ლანჟევინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

დომიკინ ლანჟევინი
ფრანგ. Dominique Langevin
დაბ. თარიღი 24 ივლისი, 1947(1947-07-24) (77 წლის)
დაბ. ადგილი ანგულემი[1]
მოქალაქეობა  საფრანგეთი
საქმიანობა ფიზიკოსი[2] , ქიმიკოსი და მკვლევარი[3]
მუშაობის ადგილი University of Paris-Sud[4] , Paris-Saclay University[5] , სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი[5] , Paul Pascal Research Center[2] და Laboratory of Solid State Physics[2]
ალმა-მატერი École normale supérieure de jeunes filles[5] და Kastler–Brossel Laboratory[5]
მეუღლე Michel Langevin
ჯილდოები Gentner Kastler Award[6] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[7] , ლორეალისა და იუნესკოს პრემია „მეცნიერი ქალებისთვის“[8] , Wolfgang Ostwald Prize[9] , CNRS silver medal[10] [3] , Overbeek Medal[11] და ღირსების ორდენის ოფიცერი

დომინიკ ლანჟევინი (დაიბადა 24 ივლისი, 1947 ანგულემი, შარანტას დეპარტამენტი, საფრანგეთი) — ფრანგი მკვლევარი ფიზიკური ქიმიის მიმართულებით. სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (ფრანგ. National de la Recherche Scientifique Centre) კვლევითი დირექტორი. თხევადი ურთიერთქმედების ჯგუფის ხელმძღვანელი პარიზის უნივერსიტეტის მყარი მდგომარეობის ფიზიკის ლაბორატორიაში. [12] [13] 2013 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა ევროპის სამეცნიერო ფონდის ევროპის კოსმოსური მეცნიერების კომიტეტის საბუნებისმეტყველო და ფიზიკურ მეცნიერებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას.[14]

ადრეული წლები. განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორის კრუშონის და ჟაკლინ მოჟანის ქალიშვილი დომინიკ ან-მარი კრუშინი დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ანგულემში. 1969 წელს ცოლად გაჰყვა მიშელ ლანჟევინს.[15]

დომინიკმა მიიღო დოქტორის ხარისხი პარიზის ქალთა École Normale Supérieure -ში (ENS Sèvres) და დაკავდა პოსტდოქტორანტურული კვლევებით პიერ ჟილ დე ჟენის ლაბორატორიაში კოლეჯ დე ფრანსში.[16]

1970-იან წლებში დომინიკმა დააარსა ზედაპირული აქტიური ნივთიერებების ჯგუფი École Normale Supérieure-ში. 1990-იანი წლების დასაწყისში ჩამოაყალიბა კვლევითი ჯგუფი Films de tensioactifs flexibles. 1994 წლიდან 1998 წლამდე ლანჟევინი ბორდოში ხელმძღვანელობდა პოლ პასკალის ცენტრს. 1992 წლიდან 1993 წლამდე იკავებდა ევროპის კოლოიდური და ინტერფეისის საზოგადოების პრეზიდენტის თანამდებობას.

მეცნიერის კვლევის საგანს წარმოადგენს რბილი მატერიის ფიზიკის ექსპერიმენტულ შესწავლა, მათ შორის თხევადი კრისტალური ზედაპირების, სურფაქტანტი-პოლიმერული ნარევების, ნანონაწილაკების ზემოქმედება ქაფებზე, ქაფის დრენაჟი და საპნის ფენის დრენაჟი და ულტრა დაბალი დაძაბულობის სურფაქტანტი-ზეთი-წყლის სისტემების ზედაპირული რეოლოგია.

დომინიკ ლანჟევინმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზედაპირების მექანიკურ თვისებებსა და ქაფისა და ემულსიების სტაბილურობას შორის კავშირის შესწავლაში. მის ნაშრომს ფართო გამოყენება აქვს მრეწველობასა და მედიცინაში, განსაკუთრებით საკვებისა და მედიკამენტების მომზადებაში, სარეცხი საშუალებების, სამშენებლო მასალების, ხანძარსაწინააღმდეგო, მინერალების მოპოვებაში, დამაბინძურებლების აღდგენასა და ბირთვული ნარჩენების დამუშავებაში. იგი ასევე თანამშრომლობდა ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან (ESA), რომელიც ხელმძღვანელობდა მიკროგრავიტაციაში ქაფის ქცევის შემსწავლელ საერთაშორისო გუნდს,  FOAM-C (ქაფი და ოპტიკური მექანიკა - მსხვრევა) ექსპერიმენტში. [17]

ლანჟევინს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის: სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) ვერცხლის მედალი, კაშა მიტალის პრიზი ხსნარებში ზედაპირული აქტიური აგენტების შესწავლისთვის, აგრეთვე L'Oréal-UNESCO-ს ჯილდო ქალებისთვის მეცნიერებაში, "სარეცხი საშუალებების, ემულსიების და ქაფის ფუნდამენტური გამოკვლევებისთვის"(2005) და ევროპის კოლოიდური და ინტერფეისის საზოგადოების  (European Colloid & Interface Society) ოქროს მედალი — Overbeek 2012.[18] [19] [20]

2009 წელს ევროკომისიიდან დასახელდა ევროპის ელჩად კრეატიულობისა და ინოვაციების საკითხებში.

  1. Who's Who in FranceParis: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908
  2. 2.0 2.1 2.2 https://doi.org/10.1146/annurev-conmatphys-040821-125850
  3. 3.0 3.1 https://www.cnrs.fr/fr/personne/dominique-langevin
  4. https://nap.nationalacademies.org/read/24966/chapter/11#103
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 https://www.annualreviews.org/doi/full/10.1146/annurev-conmatphys-040821-125850#_i3
  6. http://www2.cnrs.fr/sites/band/fichier/ca_ra2004.pdf
  7. https://www.legifrance.gouv.fr/jorf/id/JORFTEXT000000607329
  8. https://www.ae-info.org/ae/Member/Langevin_Dominique
  9. https://kolloid-gesellschaft.de/index.php/en/awards/ostwald-prize
  10. https://comihistocnrs.hypotheses.org/2706
  11. https://www.ecis-web.eu/awards/overbeek-medal/
  12. Who's Who in France. 
  13. Dominique LANGEVIN sciences chimiques. 
  14. Dominique Langevin. ციტირების თარიღი: 21 March 2023
  15. Langevin, D. (2020) Emulsions, microemulsions and foams. Cham. ISBN 9783030556815. 
  16. 2012 Dominique Langevin.
  17. Celebrating Dominique Langevin's ESSC Journey. ციტირების თარიღი: 21 March 2023
  18. Academy of Europe: Langevin Dominique. Academia Europaea. ციტირების თარიღი: 21 March 2023
  19. „Les grands prix de l'Académie“. Le Monde (ფრანგული). 27 November 1991. ციტირების თარიღი: 21 March 2023.
  20. (2017) Femmes scientifiques remarquables du XVIIIème siècle à nos jours.