დომინიკი (კაფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაფე დომინიკი
Доминик
კოორდინატები 59°56′10″N 30°19′23″E / 59.936113° ჩ. გ. 30.323153° ა. გ. / 59.936113; 30.323153
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
თარიღდება 1841
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810608001

დომინიკი (რუს. Доминик) — პირველი კაფე რუსეთის იმპერიაში. მუშაობს 1841 წლიდან სანქტ-პეტერბურგში, მდებარეობს ნევის გამზირზე 24 ნომერში.

კაფე განთავსებულია ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, რომელიც წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანულ ეკლესიას ეკუთვნოდა. თავდაპირველად, 1735 წელს აშენდა ორი სართულნახევრიანი სახლი, რომელიც განკუთვნილი იყო სკოლისთვის. ორივე კორპუსი 1830-1832 წლებში გადაკეთდა. არქიტექტორ გ. რ. ზოლიკოფეროს პროექტით უკვე გახდა სამსართულიანი. 1910-1911 წლებში აშენდა კიდევ ორი სართული, არქიტექტორ ვ. ე. კოლინზის მიერ.

კაფეში იყიდებოდა:

  1. სასმელები (ჩაი, ყავა და გლინტვეინი);
  2. ტორტი და ნამცხვრები;
  3. ბიუშტექსი, ბულიონი;
  4. ალკოჰოლი: ლიქიორები, ღვინო და ლუდი;
  5. თამბაქოს პროდუქცია;
  6. გაზეთები;

ყავახანა პოპულარული იყო. მას დღეში 1 000-1 500 სტუმარი ჰყავდა. გამოირჩეოდა კარგი ადგილმდებარეობით, საკვებით და გონივრული ფასებით. კაფეს სტუმრობდენ გამოჩენილი ადამიანები, მათ შორის: ფ. მ. დოსტოევსკი, მ. ე. სალტიკოვ-შჩედრინი, ა. პ. ჩეხოვი, დ. ი. მენდელეევი.

ამჟამად შენობის ზედა სართულზე განთავსებულია ხელოვნების სალონი „ნეველი 24“, ხოლო ყავახანის ნაცვლად სავაჭრო ცენტრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кафе «Доминик». // Лурье Л. Я. Петербург Достоевского. Исторический путеводитель. — СПб.: БХВ-Петербург, 2012.
  • Лурье Л. Я. Встретимся у «Доминика» // Ленинградская панорама, 1987, № 3. С. 35-36.
  • Ковалевский В. Душа деянием жива. СПб., 1999. С. 95-98.
  • Roman Bühler: Bündner im Russischen Reich. 18. Jahrhundert — Erster Weltkrieg. Desertina, Disentis/Mustér 1991, ISBN 3-85637-201-6. (нем.)
  • Линдер И. М. У истоков шахматной культуры. — Москва: Знание, 1967. — С. 136.
  • Линдер И. М. Первые русские мастера. — Москва: Физкультура и спорт, 1979. — С. 161.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]