შინაარსზე გადასვლა

დომინგო კაისედო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომინგო კაისედო
დომინგო კაისედო
კოლომბიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 მაისი, 1831  21 ნოემბერი, 1831

ახალი გრანადის მე-5 ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აპრილი, 1837  1 აპრილი, 1843
წინამორბედიხოსე იგნასიო დე მარკესი
მემკვიდრეხოაკინ გორი

დაბადებული4 აგვისტო, 1783
ბოგოტა, კოლომბია
გარდაცვლილი1 ივლისი, 1843
პუენტე არანდა, ახალი გრენადის რესპუბლიკა
მამალუის კაისედოსა
დედაჟოზეფა სანტამარია პრიეტო
მეუღლეხუანა ბერტენდონა
შვილები8
განათლებაროსარიოს უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი

დომინგო კაისედო დე სანტამარია (დ. 4 აგვისტო, 1783 – გ. 1 ივლისი, 1843) — კოლომბიელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელმიც თერთმეტჯერ იყო კოლომბიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

დომინგო კაისედო დაიბადა 1783 წლის 4 აგვისტოს ბოგოტაში, ლუის კაისედოსა და ჟოზეფა სანტამარია პრიეტოს ოჯახში. კაისედომ იურიდიული განათლება მიიღო ბოგოტაში, როსარიოს კოლეჯში (ამჟამად როსარიოს უნივერსიტეტი) , სადაც მოგვიანებით კოლეჯის პრორექტორის თანამდებობა დაიკავა. ის ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო სამხედრო სამსახურში. მოგვიანებით კაისედომ მიიღო გენერლის წოდება. დომინგო მსახურობდა ესპანეთში და იბრძოდა ნაპოლეონ ბონაპარტის წინააღმდეგ. ასევე იყო ესპანეთის კორტესის მდივანი. 1815 წელს კაისედო დაქორწინდა ხუანა ბერტენდონაზე, რომელთანაც რვა შვილი ჰყავდა. გარდაიცვალა პუენტე არანდაში, ბოგოტას მახლობლად, 1843 წლის 1 ივლისს.[1]

სამხედრო კარიერა 1810 წლის 20 ივლისს კაისედო კოლომბიაში დაბრუნდა ვისენტე ბოლივართან, კოლომბიის მომავალი „განმათავისუფლებლისა“ და პირველი პრეზიდენტის სიმონ ბოლივარის ძმასთანერთად ერთად. კაისედო შეუერთდა კოლომბიის რევოლუციურ არმიას და გახდა გენერალ ანტონიო ნარინიოს საკონსულტაციო საბჭოს წევრი.[2]

მან მონაწილეობა მიიღო ლა კუჩილია დელ ტამბოს და ლა პლატას ბრძოლაში, სადაც ესპანელმა ჯარისკაცებმა დააპატიმრეს. დომინგო სამხედრო ტრიბუნალმა სამხედრო ტყვედ გამოაცხადა, ღალატში დამნაშავედ ცნო და სიკვდილი მიუსაჯა. ტყვეობიდან ის იხსნა სიმამრმა, რომელიც იმ დროისათვის გავლენიანი პიროვნება იყო და გირაოს გადახდის შემდეგ კაისედო გაანთავისუფლეს.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1819 წლის 7 აგვისტოს რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, კაისედო საზოგადოებრივ ცხოვრებას სიმონ ბოლივარის მფარველობის ქვეშ დაუბრუნდა. 1827 წელს იგი ნეივას გუბერნატორად დაინიშნა. ამავე წელს დომინგო კონგრესში აირჩიეს. 1829 წელს სიმონ ბოლივარმა იგი შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა, ხოლო ერთი წლის შემდეგ სახელმწიფო მდივნად. შემდგომში კაისედო სახელმწიფო საბჭოს (უზენაესი სასამართლოს წინამორბედი) პრეზიდენტად დაინიშნა, რათა პენსიაზე გასული ხოსე მარია კასტილიო შეეცვალა.[3]

კოლომბიის პრეზიდენტი (1830-1831)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაისედო ერთადერთი კოლომბიელი იყო, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობა თითქმის 30 წლის განმავლობაში თერთმეტჯერ დაიკავა. ზოგიერთ შემთხვევაში, ის პრეზიდენტის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კაისედომ, როგორც მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, დაიკავა რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა, შეცვალა ბოლივარი, რომელიც გადადგა 1830 წლის 2 მარტს.[4]

ვიცე-პრეზიდენტობა (1830 წ.)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1830 წლის 15 მაისს კაისედომ დაამტკიცა კონგრესის მიერ მიღებული ახალი კონსტიტუცია. დომინგო იკავებდა პრეზიდენტის თანამდებობას 15 ივნისამდე. მიუხედავათ კაისედოს დანიშვნისა , ბოლივარის მომხრეთა ჯგუფმა მოითხოვა სიმომ ბოლივარის ხელისუფლებაში დაბრუნება, რამაც საზოგადოების დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, რაც აჯანყებებსა და დაპირისპირებებში გადაიზარდა. 1830 წლის 1 აპრილს პრეზიდენტმა ბოლივარმა ავადმყოფობის გამო აიღო შვებულება. კაისედომ დაიკავა დროებითი პრეზიდენტის თანამდებობა. ეს იყო პირველი იმ რამდენიმე შემთხვევიდან, როდესაც მან ამ თანამდებობის პირობებში შეასრულა პრეზიდენტის მოვალეობები. იმავე წელს კონგრესმა აირჩია პრეზიდენტად ხოაკინ მოსკერა, ხოლო კაისედო დაინიშნა ვიცე-პრეზიდენტად. მოსკერას ავადმყოფობის გამო, 1830 წლის 2 აგვისტოს კაისედომ დაიკავა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობა. გენერალ ურდანეტას მხარდაჭერით, 1831 წლის 11 აპრილს დომინგომ გამოაცხადა თავი კანონიერ პრეზიდენტად.

სხვა თანამდებობები (1836-1841)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1836 წელს კაისედო მესამე ვადით დაუბრუნდა ნეივას გუბერნატორის თანამდებობას, ხოლო 1840 წელს ხოსე იგნასიო დე მარკესის და გენერალ პედრო ალკანტარა ერანის ადმინისტრაციის დროს ის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, რითაც მათი არყოფნის დროს პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. მაგალითად, მარკესის ადმინისტრაციის დროს კაისედო ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.

პენსიაზე გასვლის შემდეგ, დომინგო კაისედო გარდაიცვალა 1843 წლის 1 ივლისს, 59 წლის ასაკში, პუენტე არანდაში, ბოგოტის მახლობლად, ამავე სახელწოდების პროვინციაში, ახალი გრანადის რესპუბლიკაში.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Bayara, José María (1874). Biografías Militares: o Historia militar del país en medio siglo. Bogotá, Imprenta de Gaitán.
  2. Clavijo Ocampo, Hernán (1993). "El caballero don Luis de Caicedo: un empresario criollo del período de la crisis el régimen colonial en la Nueva Granada," Boletín Cultural y Bibliográfico, Vol. 30, num. 32, pp. 23-51. Bogotá, Banco de la República.
  3. Gobernantes Colombianos, Ignacio Arismendi Posada, Interprint Editors Ltd., Italgraf, Segunda Edición, Page 31, Bogotá, Colombia, 1983
  4. Domingo Caycedo Santamaría - Presidentes de Colombia - Historia de Colombia - Colombia Info.Presidentes de Colombia - Historia de Colombia