შინაარსზე გადასვლა

დომენტი (ჯანდიერიშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დომენტი (ჯანდიერიშვილი) — XVIII საუკუნის დასაწყისის ქართველი სასულიერო მოღვაწე, არქიმანდრიტი, კალიგრაფი.

დომენტი (ჯანდიერების საგვარეულოდან) ცნობილია მისი მოღვაწეობით ემიგრაციაში, მოსკოვის ქართველთა ახალშენში, სადაც ის დარეჯან ბატონიშვილის (არჩილ მეფის ასული) კარის წინამძღვარი იყო. 1735 წელს დაასრულა „სადღესასწაულოს“ სლავურთან შეჯერება და აღწერა იგი სრული თვენით, გალობებით, სვინაქსარით, „სადღესასწაულოს მეტაფრასით, ოთხითა და იბაკოთი (სადღესასწაულო სათქმელები)“. მისი გადაწერილი უნდა იყოს ასევე „ქრონოგრაფის“ ერთი ნუსხაც. გასწორებული და გამრავლებული აქვს საღვთისმეტყველო ლიტერატურის მრავალი ძეგლი.