ზვიად სიჭინავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დომენტი სიჭინავა)
ზვიად სიჭინავა
ზვიად სიჭინავა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ოქტომბერი, 2009 – 7 სექტემბერი, 2015
წინამორბედირევაზ არველაძე (მოვალეობის შემსრულებელი)
მემკვიდრელევან კობიაშვილი

დაბადებული25 აპრილი, 1966 (1966-04-25) (57 წლის)
სპარტა, ყარაჩაი-ჩერქეზეთი

დომენტი (ზვიად) სიჭინავა (დ. 25 აპრილი, 1966) — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2009 წლის სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე.

დაიბადა რუსეთის ფედერაციაში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის სოფელ სპარტაში. დაამთავრა ზუგდიდის მე-4 საშუალო სკოლა. სამხედრო სავალდებულო სამსახური საბჭოთა არმიაში გაიარა, რის შემდეგაც სწავლა ხარკოვის რადიო-ელექტრონიკის ინსტიტუტში გააგრძელა.

1991-94 წლებში მუშაობდა კომპანია „დიდ მიზანში“, დირექტორის მოადგილედ. 1995-2005 წლებში მოსკოვის, ტერეზა დუროვას სახელობის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი იყო, 2005-06 წლებში კი - კომპანია „რუსული რესტავრაციის“ ფინანსური დირექტორი. 2006 წლიდან საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ბაიას“ პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]