შინაარსზე გადასვლა

დომენიკო ფონტანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დომენიკო ფონტანა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1543
დაბ. ადგილი მელიდე
გარდ. თარიღი 28 ივნისი, 1607
გარდ. ადგილი ნეაპოლი
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[1] , მხატვარი[1] , მოქანდაკე[1] , ქალაქთმშენებელი და ინჟინერი
მიმართულება მანიერიზმი
მნიშვნელოვანი პროექტები სან-ლუიჯი-დეი-ფრანჩეზი, ქვირინალის სასახლე, ლატერანის სასახლე, ნეაპოლის სამეფო სასახლე, აპოსტოლური სასახლე და Villa Sforzesca
ჯილდოები Order of the Golden Spur
ნათესავ(ებ)ი კარლო მადერნა, ფრანჩესკო ბარბერინი და ტადეო ბარბერინი

დომენიკო ფონტანა (იტალ. Domenico Fontana; დ. 1543, მელიდე — გ. 28 ივნისი, 1607, ნეაპოლი) — იტალიელი არქიტექტორი, ინჟინერი, არქიტექტურის თეორეტიკოსი. ადრეული ბაროკოს წარმომადგენელი.

რომში 1581–1584 წლებში ააშენა სიქსტუს V-ის კაპელა სანტა მარია მაჯორეს ეკლესიაში, ჩართული იყო პაპის სასახლეების გადაკეთებაში ვატიკანში, ლატერანსა და სხვ. მონაწილეობდა პაპის ქალაქთმშენებლობის პროგრამაში: გაიყვანა ახალი ქუჩები, დადგა ობელისკები (მ.შ. წმინდა პეტრეს მოედანზე) და შადრევნები (აკვა ფელიჩე, ანუ მოსეს შადრევანი, 1587), რამაც ხელი შეუწყო რომში ბაროკოს კონცეფციის, როგორც საზეიმო ანსამბლების სისტემის, ჩამოყალიბებას. 1592 წლიდან ცხოვრობდა ნეაპოლში, ესპანელი ვიცე-მეფის კარზე. იყო ნეაპოლის სამეფოს მთავარი ინჟინერი და უძღვებოდა ქალაქთმშენებლობის სამუშაოებს, ააშენა პალაცო რეალე (1600–1602).[2] მდინარე სარნოდან არხის გაყვანის დროს აღმოაჩინა რომაული პერიოდის ქალაქის კედელი. მისი არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ 1748 წელს დაიწყო და აღმოჩნდა, რომ ეს ქალაქი პომპეი იყო.[3] ავტორია ტრაქტატისა „ვატიკანის ობელისკის გადატანის შესახებ“ («Della trasportatione dell’obelisco vaticano et delle fabriche di Nostro Signore papa Sisto V fatte dal cavallier Domenico Fontana, architetto di sua santita», 1590).[2]

  1. 1.0 1.1 1.2 Union List of Artist Names — 2023.
  2. 2.0 2.1 Доменико Фонтана // Большая российская энциклопедия. т. 33. — М., 2017. — стр. 473.
  3. „Чувственный взгляд Леды. В Помпеях найдена хорошо сохранившаяся эротическая фреска“. BBC News Русская служба (რუსული). ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)