დომენიკო გირლანდაიო
დომენიკო გირლანდაიო | |
---|---|
![]() | |
დაიბადა | 2 ივნისი, 1448[1] |
დაბადების ადგილი | ფლორენცია |
გარდაიცვალა | 11 იანვარი, 1494 (45 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ფლორენცია[2] |
დომენიიკო გირლანდაიო (იტალ. Domenico Ghirlandaio; დ. 2 ივნისი, 1448, ფლორენცია — გ. 11 იანვარი, 1494, ფლორენცია) — იტალიელი ფერმწერი. ადრეული რენესანსის ერთ-ერთი წამყვანი ფლორენციელი მხატვარი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იყო იუველირის შვილი. სწავლობდა ა. ბალდოვინეტისთან. მისი პირველი ფერწერული ნამუშევრები იყო ჩერჩინის სანტ-ანდრეას ეკლესიის ფრესკები. 1470–1472 წლებში მოხატა ფლორენციის ონიისანტის ეკლესია, 1473–1474 წლებში ბროცის სანტ-ანდრეას ეკლესია, 1475 წელს სან-ჯიმინიანოს ეკლესია. მის ადრინდელ ნამუშევრებში იგრძოდა XV საუკუნის ფლორენციელ და ნიდერლანდელ მხატვართა გავლენა. 1481–1482 წლებში მუშაობდა რომი, სადაც ვატიკანის სიქსეს კაპელაში დახატა ფრესკა „პეტრე და ანდრია მოციქულების მოწოდება“. ამ პერიოდში შეისწავლა ანტიკური ძეგლები, რამაც გაამდიდრა მისი ფერწერული სტილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფლორენციაში სანტა-ტირინიტას ეკლესიის სასეტის კაპელისა (1483–1486) და სანტა-მარია-ნოველას ეკლესიის (1485–1490) ფრესკები. თავის ფრესკებში ხშირად ხატვდა თანამედროვეთა პორტრეტებს (ლორენცო მედიჩი, ა. პოლიციანო და სხვები). აქვს დაზგური სურათები და პორტრეტებიც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 167.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Corriere della Sera — Milano: RCS MediaGroup, 1876. — ISSN 1120-4982; 1128-2568; 2499-2542
- ↑ Union List of Artist Names — 2017.