დომბა-ბიზონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დომბა-ბიზონი
Зубробизон в Токсово 140107 (1).jpg
ჰიბრიდული წარმოშობა
Bison bison × Bison bonasus

დომბა-ბიზონი, ბიზონდომბა, დომბისა და ბიზონის სახეობათშორისი ჰიბრიდი. დომბა-ბიზონის პირველ თაობას ჩვეულებრივ აქვს როგორც დომბის, ისე ბიზონის ნიშან-თვისებები (მშობლების ნიშან-თვისებების შუალედური მემკვიდრეობა), მაგრამ ზომით მშობლებს ჭარბობს.

დომბა-ბიზონი პირველად უკრაინაში (ასკანია-ნოვა, 1907) მიიღეს დომბისა (ხარი) და ბიზონის (ფური) შეჯვარებით. 1940 წელს ასკანია-ნოვიდან დომბა-ბიზონების ჯგუფი (1 მოზვერი და 4 ფური) გადაიყვანეს კავკასიის ნაკრძალში; მათი შთამომავლობა (600 სული) იმ სავარგულებში ბინადრობს, სადაც 1927 წელს განადგურებული კავკასიური დომბა ბინადრობდა. დომბა-ბიზონის პატარა ჯოგია (60 სულამდე) ნალჩიკის (ყაბარდო-ბალყარეთი) სატყეო-სამონადირეო მეურნეობაში. არც ყოფილ სსრ-ის სხვა ადგილებში (მ. შ. ასკანია-ნოვაში) და არც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში დომბა-ბიზონი არ არის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]