დომბაიულგენის უღელტეხილი
დომბაიულგენის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°13′ ჩ. გ. 41°40′ ა. გ. / 43.217° ჩ. გ. 41.667° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3085 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
დომბაიულგენის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ჩხალთის მარცხენა შენაკადის — სამხრეთ პტიშის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 3085 მ. აგებულია პალეოზოური გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით. უღელტეხილი თოვლ-ყინულიანია, საცალფეხო გზით აკავშირებს მდინარეების ჩხალთისა (კოდორის მარჯვენა შენაკადი) და თებერდის (ყუბანის მარცხენა შენაკადი) აუზებს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 478.